აშშ-ში კლასელები, რომელთაც ერთმანეთი მოსწონდათ, 70 წლის შემდეგ დაქორწინდნენ
ფოტო: Maddy Godt Photography
აშშ-ში ელეინ ჰოლმა და როლანდ პასარომ, რომელთაც ერთმანეთი სკოლის პერიოდში უყვარდათ, 88 წლის ასაკში იქორწინეს. წყვილი ერთ კლასში 1950-იან წლებში სწავლობდა და სკოლის დამთავრებიდან 50 წლის შემდეგ ერთმანეთს ხელახლა შეხვდა.
მას შემდეგ, რაც ელეინმა და როლანდმა სკოლა დაამთავრეს, მათი გზები გაიყო. ისინი ერთმანეთს 2003 წელს სკოლის დამთავრების 50 წლისთავის აღსანიშნავ წვეულებაზე შეხვდნენ და შეხვედრა ხელმეორედ დაიწყეს.
"ელეინი ყველაზე ჭკვიანი გოგო იყო კლასში. მას პასუხი ყველა კითხვაზე ჰქონდა", — იხსენებს როლანდი.
"როლანდი ვარსკვლავი იყო. ისეთი სიმპატიური, რომ სკოლაში ყველა გოგოს მოსწონდა, მას კი მე მოვწონდი, რაც ძალიან მახარებდა", — ამატებს ელეინი.
როლანდის თქმით, როცა სკოლა დაამთავრა, ზედმეტად პატარა იყო იმისთვის, რომ ვინმესთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონოდა. შემდეგ ორივემ იქორწინეს და შვილებიც ეყოლათ. ელეინი ქმარს დაშორდა, როლანდის ცოლი კი სიმსივნის გამო დაიღუპა.
როლანდი ამბობს, რომ ოჯახის წევრებმა დააძალეს, კლასის შეკრებაზე წასულიყო, სადაც ის ელეინს წლების მერე პირველად შეხვდა.
"იმ ღამით ჩვენ შორის მიზიდულობა იგრძნობოდა. რომ დავემშვიდობე, გადმოიხარა და მაკოცა", — იხსენებს ელეინი.
ელეინის თქმით, მისთვის როლანდი ყველაზე დიდი საყრდენი იყო, როდესაც რამდენიმე წლის წინ შვილი გარდაეცვალა. წყვილი უკვე 20 წელია ერთადაა და ოქტომბერში გადაწყვიტეს, რომ საბოლოოდ დაქორწინებულიყვნენ.
ცერემონიას მათი ოჯახის წევრები, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები დაესწრნენ. ელეინი საკურთხევლამდე შვილებმა მიაცილეს. პირველი ცეკვა წყვილმა იმავე სიმღერაზე შეასრულა, რა სიმღერაზეც სკოლის პერიოდში ცეკვავდნენ ხოლმე.
ელეინის თქმით, როცა ასაკი გემატება და ახალ ადამიანებს იცნობ, მათ არ იციან, ახალგაზრდობაში როგორი იყავი, როლანდი და ის კი ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ.
"მახსოვს, როგორი ლამაზი და აღმაფრთოვანებელი იყო 15 წლის ელეინი და შემიძლია, ვთქვა, რომ ახლაც ზუსტად ისეთივეა", — აღნიშნავს როლანდიც.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები