პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხედრო გაწვევის შესახებ. ჯარში 150 ათასი რუსი წავა
ფოტო: Dimitrije Ostojic/Shutterstock
რა ხდება: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მოქალაქეების საგაზაფხულო გაწვევის შესახებ.
- განკარგულებაში წერია, რომ სამხედრო სამსახურში 150 ათასი ადამიანი წავა.
- შესაბამისი ბრძანება კრემლის პროპაგანდისტულმა ტასმა ტელეგრაზე გამოაქვეყნა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება სამხედრო გაწვევის შესახებ
ფოტო: TACC
ფოტო: TACC
დეტალები: ახალი წესით, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეები, მათ გარდა, ვისაც 2023 წლის ბოლომდე შეუსრულდა 27 წელი.
- ანდრეი კარტაპოლოვმა, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელია, მანამდე განაცხადა, რომ "ის მოქალაქეც, რომელიც 2023 წელს, 31 დეკემბერს, 23:59 საათზეც კი გახდა 27 წლის, ექვემდებარება სამხედრო რეზერვს და არ ექვემდებარება გაწვევას; ხოლო ისინი, ვინც ახლა 28, 29 წლის არიან, უკვე რეზერვში არიან", — თქვა მან.
წინაისტორია: 2023 წელს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს წინადადებით, რუსეთში გაწვევის ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა.
- სამხედრო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო დუმამ ასევე დააკანონა ელექტრონული გამოძახებები და აუკრძალა "საჯარო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებს" რუსეთის დატოვება, მოწვევის მიღების მომენტიდან — სამხედრო აღრიცხვასა და გამოცხადებამდე.
ბოლო ხაზი: როგორც დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ვერსტკას წყაროები აცხადებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომში კიდევ 300 ათასი ადამიანის გაგზავნას აპირებს და ამიტომ, მოსალოდნელია ახალი მობილიზაცია.
არქივიდან:
2022 წლის 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში მობილიზაცია გამოაცხადა.
- ამის გამო, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გარბოდნენ — საზღვრებთან, მათ შორის, საქართველოში, რამდენიმეკილომეტრიანი რიგები იყო და ათასობით რუსი შემოდიოდა.
- სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია რუსების უკონტროლო შემოდინებაში საფრთხეს ხედავდა და საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვდა.
იმ დროისათვის, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან საზღვრის კვეთის მაჩვენებელმა, წინა დღეებთან შედარებით, 40-45%-ით მოიმატა.
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა


კომენტარები