ქალების დაუმორჩილებლობა იწყება - ფოტორეპორტაჟი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დღეს, 19 ივლისს თბილისში, აღმაშენებელზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ უთანასწორობა, ძალადობა და ჩაგვრა გააპროტესტეს.
ქალთა სოლიდარობის მარში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მკვეთრად ქსენოფობიური ქართველთა მარშის ორგანიზატორების ნაწილმა, ფეისბუკზე, ქალის მიმართ გაუპატიურების ღია მუქარის შემცველი კომენტარები დაწერეს. პოსტი მალევე წაიშალა და კომენტარების ავტორებმაც მისი არსებობა უარყვეს. თუმცა გია კორკოტაშვილმა გუშინ, 19 ივლისს, აღიარა, რომ მართლაც დაწერა კომენტარები და ბოდიშიც არ აქვს მოსახდელი.
კომენტარები