ChatGPT ჰუმანოიდ რობოტებში? — OpenAI-ს ამბიციური გეგმები
ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელი კომპანია Figure OpenAI-სთან ითანამშრომლებს.
Figure-ის ფინანსური მხარდამჭერების სია შთამბეჭდავია. ესენია: Amazon, Microsoft და AI ჩიპების მწარმოებელი Nvidia.
ამ ყველაფრის ფონზე კომპანიის ბოლო შეთანხმება კიდევ უფრო ყურადსაღებია. აღსანიშნავია, რომ Figure-ს კომერციული პროდუქტი ჯერ არ გამოუშვია და ეს ყველაფერი მზადების პროცესს მოიცავდა.
Figure-ს სურს რობოტებს საუბრის გაგების უნარი შემატოს. ეს რობოტებს ახალ შესაძლებლობებსა და უფრო სწრაფი ტემპით სწავლის საშუალებას მისცემს.
რამდენიმე დღის წინ Figure-მა რობოტის ადრეული პროტოტიპის ვიდეო გამოაქვეყნა. რობოტს სახელად Figure 01-ს შეუძლია სიარული, ნივთის აღება და ახლომდებარე კონვეიერზე მისი მოთავსება.
გასულ თვეში, Figure-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრეტ ადკოკმა რობოტებზე სხვა ვიდეოც გაგვიზიარა. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ამზადებს რობოტი ყავას.
და აი ახლა, OpenAI-ს დახმარებით, Figure-ს შემდეგი თაობის ჰუმანოიდი რობოტების შექმნა სურს. ეს ჰუმანოიდ რობოტებს ენის დამუშავების კომპლექსურ საშუალებებს მისცემს.
"ჩვენ გვსურს შევქმნათ ჰუმანოიდი რობოტი, რომლებიც ადამიანებს რუტინულ საქმეში ბოლომდე ჩაანაცვლებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, მომავალში მილიონობით ასეთ რობოტს გავყიდით", — განაცხადა Figure-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრეტ ადკოკმა.
დარგის ექსპერტებმა ბოლო სიახლე უკვე შერაცხეს როგორც OpenAI-ის მორიგი ამბიციური გეგმა. იქნება თუ არა უშუალოდ ChatGPT ჩაშენებული ჰუმანოიდ რობოტში ეს ჯერ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, ამის შანსები რეალურია.
კომენტარები