საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე მიღება დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადზე მიღებას აცხადებს.
პროგრამა ქალ ლიდერებს, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საწარმოებს წარმოადგენენ, 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას — ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ემყარება. პროგრამა ინტენსიურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს, ონლაინ კურსებს, მენტორობას მოიცავს და დამწყებ თუ გამოცდილ მეწარმეებს ბიზნესის გაძლიერებაში ეხმარება. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy.
ბიზნესის წარმოების საფუძვლები, გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, ადამიანის უფლებები, ლიდერობა, გუნდის მართვა, ფინანსები, ბიზნესის დაგეგმვა და კომუნიკაციები — ეს ის საკითხებია, რომლებზეც პროგრამის მონაწილეებს გამოცდილი მენტორები გაესაუბრებიან.
პროგრამის ნაწილია პროფესიული კავშირების დამყარება და ქსელის გაფართოება, რაც მეწარმეების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ამასთან, მონაწილეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები მენტორებთან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე განიხილონ და გადაჭრის გზებზე რჩევა მიიღონ. მას შემდეგ, რაც 200 მეწარმე ქალი თეორიულ გადამზადებას გაივლის, გაეროს განვითარების პროგრამა, პროექტის ფარგლებში, მათთვის საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა დამწყებ ან გამოცდილ ქალ მეწარმეებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და ნებისმიერი სფეროდან შეუძლიათ; მათ, ვისაც აქვთ მზაობა და სურვილი, პროგრამას დაუთმონ დრო.
„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქალი მეწარმეების გაძლიერება. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს და ვცდილობთ, ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტებით დავაკმაყოფილოთ ეს საჭიროებები. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, UNDP-სა და შვედეთის მთავრობასთან ერთად, მივიღოთ მეწარმე ქალთა გაძლიერების პროგრამის მორიგი ნაკადი, გავუზიაროთ მათ ღირებული ინფორმაცია და მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი საქმიანობა ახალ ეტაპზე გადაიყვანონ", — ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
პროგრამაში განაცხადის მიღება 1 მარტს სრულდება. რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები