ფიბი უოლერ-ბრიჯი "მისტერ და მისის სმიტებში" აღარ თამაშობს — აი, რატომ
ფილმ მისტერ და მისის სმიტების მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების სერიალი სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. შოუში მთავარ როლებს მსახიობი დონალდ გლოვერი და მაია ერსკინი ასრულებენ.
თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ერსკინის ნაცვლად ჯეინ სმიტის როლი ფიბი უოლერ-ბრიჯს უნდა მოერგო და გლოვერთან ერთად სერიალის სცენარისტიც ყოფილიყო. პრემიერის შემდეგ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა და შოუს შემქმნელმა, დონალდ გლოვერმა, გაამხილა მიზეზები, რის გამოც ფიბი პროექტში აღარ მონაწილეობს.
გლოვერს და უოლერ ბრიჯს ერთად აქამდე ფილმ Solo: A Star Wars Story-ში უთამაშიათ, რის გამოც დონალდმა ჩათვალა, რომ ერთმანეთს ახალ პროექტშიც კარგად შეეწყობოდნენ, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
"იმის გამო, რომ ფიბისთან მუშაობა მომწონდა და ვმეგობრობდით, ვფიქრობდი, რომ ამ სერიალს ერთად თავს კარგად გავართმევდით, მაგრამ ასე არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთთან თავს საკმარისად კომფორტულად არ ვგრძნობდით და ბოლომდე გულწრფელები ვერ ვიქნებოდით", — ხსნის გლოვერი.
დონალდის თქმით, ფიბიმ სერიალ Fleabag-ის სცენარი მარტომ დაწერა და განსხვავებული სამუშაო კულტურა ჰქონდა, გლოვერს კი სურდა, რომ ერთმანეთთან თავისუფლად ხუმრობა შესძლებოდათ ან პირდაპირ ეთქვათ, როცა რაღაც იდეა არ მოსწონდათ.
როგორც აღმოჩნდა, ლიდერობა ორივეს უყვარდა, თუმცა სხვადასხვანაირი მიდგომები ჰქონდათ და ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ. მსახიობი ამ სიტუაციას განქორწინებას ადარებს და ამბობს, რომ იმაზე მსჯელობა მოუწიათ, პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ სერიალი ვის დარჩებოდა.
"ჩანდა, რომ ფიბი ამ შოუს იდეით ბოლომდე აღფრთოვანებული არ იყო და მისტერ და მისის სმიტების სტილი მისას არ ჰგავდა, ამიტომ სერიალზე მუშაობა მე გავაგრძელე", — ამბობს მსახიობი.
დონალდი ერსკინთან მუშაობის გამოცდილებაზეც ჰყვება და აღნიშნავს, რომ ეცადა, სცენარი მაიას ტიპაჟისთვის მოერგო.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები