5 რამ, რაც სანამენტეზე, მენტალური ჯანმრთელობის პირველ სარეაბილიტაციო ცენტრზე უნდა იცოდეთ
სამყაროში, რომელშიც ცხოვრების ტემპი მუდმივად ჩქარდება, სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ადამიანები სოციალურ მედიაში უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობა გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ სტიგმა თუ სტერეოტიპები მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ თანდათან მცირდება, ამ სფეროში საქართველოში მაინც არაერთი გამოწვევაა, მათ შორის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და მასზე ცნობიერების დაბალი დონის კუთხით. ამაზე NDI-ის უახლესი კვლევაც მიუთითებს, სადაც ნათქვამია, რომ თითქმის ყოველმა მეორე მოქალაქემ (41 პროცენტმა) არ იცის, ვის შეიძლება მიმართოს მენტალური ჯანმრთელობის სერვისის მისაღებად. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ფსიქიკური პრობლემის მქონე ზოგიერთი პაციენტი ვერ იღებს სათანადო დახმარებას, რადგან მდგომარეობა არ ექვემდებარება არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობას, ან ამ დაწესებულებებში ადგილები ხელმისაწვდომი არაა.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, გაიხსნა მენტალური ჯანმრთელობის პირველი სარეაბილიტაციო ცენტრი, სანამენტე. სანამენტე ლათინური სიტყვაა და ჯანსაღ სულს ნიშნავს. სწორედ ამ იდეას ემსახურება ცენტრი და წარმოადგენს შუალედურ რგოლს სისტემაში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობა, თუმცა არ გრძნობენ თავს იმდენად კარგად, რომ დარჩნენ სახლში.
ამ სტატიაში სანამენტეს შესახებ 5 ფაქტს გიამბობთ.
1. სანამენტე ეფუძნება მენტალური ჯანმრთელობის მართვის ფრანგულ მოდელს
პრევენცია და პრობლემის მართვა მანამ, სანამ ის გართულდება — ესაა ფრანგული ჯანდაცვის მოდელის მთავარი მიზანი, რომელიც სანამენტეს მიდგომებში გამოიხატება. ეს ნიშნავს იმას, რომ სანამენტესთვის პაციენტის რეაბილიტაცია უმთავრესი ამოცანაა. მისი მიზანია, ადამიანებს არ დასჭირდეთ დაწესებულებაში ხშირად დაბრუნება და შეძლონ ცხოვრების ხარისხის დამოუკიდებლად შენარჩუნება.
სანამენტეს პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, დარჩნენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო დროით ცენტრში, მოაგვარონ პრობლემა და შემდეგ დაუბრუნდნენ ოჯახსა და საზოგადოებას, სადაც ხელახალ ადაპტაციას შეძლებენ.
2. სანამენტეში რეაბილიტაციის პროცესი ბენეფიციარის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული
სარეაბილიტაციო პროცესი სანამენტეში პაციენტის მისვლიდან მის გაწერამდე ინდივიდუალურია. მიმართვა შეუძლიათ სხვადასხვა მდგომარეობის მქონე პაციენტებს. მათ შორისაა:
სუბმწვავე მდგომარეობა, როცა პაციენტი არ ექვემდებარება სახლში მკურნალობას, თუმცა არ აქვს ისეთი ჩვენებები, რომ დაწვეს ფსიქიატრიული დაწესებულების სტაციონარში. პოსტმწვავე მდგომარეობა, როცა პაციენტი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მწვავე მდგომარეობით, რამდენიმე დღეში გამოუშვეს, თუმცა მაინც სჭირდება რეაბილიტაცია. თინეიჯერები იმპულსური ქცევით, რა დროსაც თვითდაზიანების რისკი მაღალია, და სხვა ნებისმიერი ადამიანი, ვინც გამოხატავს რეაბილიტაციის სურვილს მაშინაც კი, თუ ის ვერ აცნობიერებს ან აყალიბებს ამის მიზეზს.
სანამენტეში პაციენტს მორიგი ექიმი აფასებს, შემდგომ კი იგი მიემაგრება უფროს ექიმს, რომელიც რეაბილიტაციის გეგმას უმცროს ექიმთან და თერაპევტებთან ერთად ადგენს. ათვლის წერტილი კი "თერაპიული ამბიციაა" — მდგომარეობა, თუ როგორ უნდა გავიდეს ცენტრიდან პაციენტი.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გეგმა იწერება ისე, რომ პაციენტს არ გაუჩნდეს დამოკიდებულება დაწესებულებისადმი. რეფერენტი ექიმი და თერაპევტები განსაზღვრავენ იმასაც, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ცენტრიდან გაწერა — ეტაპობრივად (მაგ: ორი დღე სახლში, სამი დღე ცენტრში) თუ ერთიანად. ცენტრში ფუნქციონირებს დღის სტაციონარიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარებს ღამის გათევის გარეშე შეუძლიათ თერაპიული სერვისების მიღება.
3. სანამენტეს გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან
სანამენტეს გუნდში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები ერთიანდებიან. მათ შორის არიან: ფსიქიატრი, უმცროსი რეზიდენტი ექიმები, ექთნები, ფსიქოთერაპევტები, სოც.მუშაკი, ჯამში 30-მდე სპეციალურად გადამზადებული, ლიცენზირებული პროფესიონალი, რომლის მთავარი მიზანი ევროპული მიდგომების დანერგვა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
აღსანიშნავია, რომ სანამენტეს დამფუძნებლებს აქვთ საფრანგეთში სარეაბილიტაციო ცენტრებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
4. სანამენტეს გამოარჩევს თანამედროვე ინფრასტრუქტურა
სანამენტე დაბა წყნეთში, "ნუშების" ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს სივრცე სპეციალურად შეირჩა, რადგან იგი არ არის ქალაქიდან ძალიან შორს, თუმცა დისტანცირებულია ურბანული გარემოსთვის დამახასიათებელი ხმაურისა და დისკომფორტისგან.
1500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სარეაბილიტაციო ცენტრი 60 ადამიანზა გათვლილი.
ცენტრი მოიცავს მიმღებს, შეხვედრების ოთახს, ბიბლიოთეკას, სასადილოს, სათამაშო სივრცეებს, ეზოს და სხვა. აქ სამ სართულზე განლაგებულია საცხოვრებელი სივრცეები უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებით, ზრდასრულებისთვის, მოზარდებისა და ბავშვებისთვის. ასევე, აღჭურვილია სამედიცინო კვლევითი აპარატურით, ამგვარად, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება ან შესაბამისი კვლევის ჩატარება შეუძლია.
ინდივიდუალური სესიების გარდა, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ ჯგუფურ შეხვედრებს, განიხილონ ფილმები, წიგნები და გაიარონ უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე ორიენტირებული თერაპია, რომელიც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადებს.
5. ადამიანის ცხოვრების ხარისხის ამაღლება სანამენტეს ღირებულებაა
სანამენტე ქმნის სივრცეს, სადაც დაცულია პაციენტის ინტერესები. აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი აკმაყოფილებს პაციენტის უფლებების ევროპული ქარტიის მოთხოვნებს.
სანამენტეს, როგორც ბრენდის ფასეულობა კი ადამიანის ცხოვრების ხარისხია. სხვაგვარად, ესაა გამოსავალი, შვება ადამიანებისთვის.
გაიგეთ მეტი სანამენტეს შესახებ https://sanamente.ge და ფეისბუქ გვერდიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის კი მიმართეთ ცხელ ხაზს: 505559977.
თბილისი ნუშის ბაღების #5.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები