Roscosmos-ის კოსმონავტმა კოსმოსში გატარებული დროის რეკორდი დაამყარა
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს Roscosmos კოსმონავტმა, წარმოშობით თურქმენმა ოლეგ კონონენკომ, კოსმოსში გატარებული დროის რეკორდი დაამყარა.
ეს 2024 წლის 4 თებერვალს, თბილისის დროით ზუსტად 12:30:08 საათზე მოხდა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის ზემოხსენებული წევრის მიერ დედამიწის მიღმა გატარებული პერიოდი 878 დღეს აღემატება, რასაც მან 2008 წლიდან დღემდე განხორციელებულ მისიებში მონაწილეობით მიაღწია.
Roscosmos-ის წინა რეკორდსმენი კოსმონავტი გენადი პადალკა იყო, რომელმაც დედამიწის გარშემო მოძრავ სადგურზე საერთო ჯამში 878 დღე, 11 საათი, 29 წუთი და 48 წამი გაატარა. ეს მან 1998 და 2015 წლებს შორის პერიოდში შეძლო.
რაც შეეხება კონონენკოს, ის ამჟამად ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მეხუთე მისიაშია. ის იქ 2023 წლის სექტემბერში მივიდა და დედამიწაზე მიმდინარე წლის იმავე თვეში დაბრუნდება. ამ დროისთვის მას კოსმოსში უკვე 1100 დღე ექნება გატარებული, რითაც ასევე პირველობას მოიპოვებს.
"კოსმოსში ჩემთვის საყვარელი საქმის გასაკეთებლად მივფრინავ და არა რეკორდების დასამყარებლად", — განაცხადა ოლეგ კონონენკომ.
ჩვეულებრივ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის წევრების მისიები 6 თვეს გრძელდება. დედამიწისგან განსხვავებულ გრავიტაციულ პირობებში ყოფნა მათზე ფიზიკურად ზემოქმედებს, მაგალითად იცვლება სხეულში სითხის გადანაწილება და ძვლების სიმკვრივე, იკარგება კუნთის მასაც.
კოსმოსური ფრენების შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ადამიანის ორგანიზმს რამდენიმე წელი სჭირდება. თუნდაც ძალების აღდგენის შემდეგ არსებობს ჯანმრთელობის გარკვეული რისკებიც, როგორიცაა ძვლების დაზიანება, ერექციული დისფუნქცია, სიმსივნის განვითარების საშიშროება და სხვა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად კოსმოსური რადიაციითააცაა განპირობებული.
სწორედ ამიტომ, ასტრონავტების მსგავსი მიღწევები სერიოზული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გამძლეობის შედეგია.
"თავს იზოლირებულად არ ვგრძნობ ხოლმე. მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ ვიზარებ, რომ იმ ასობით დღის განმავლობაში, როცა აქ არ ვიყავი, ჩემი შვილები ჩემ გარეზე იზრდებოდნენ. ამ დროს ვერავინ დამიბრუნებს", — ამბობს რეკორდსმენი კოსმონავტი.
კომენტარები