თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე აქცია დაანონსდა ხასაია-ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით
ფოტო: ვახუშტი მენაბდე / ფეისბუქი
რა ხდება: თბილისში, ზანდუკელის ქუჩის #2-ში საპროტესტო აქცია დაანონსდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაია პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამცოხადდა.
- საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ ვახუშტი მენაბდემ (პლატფორმა კომენტარი) დააანონსა: "ნახევარ საათში ვიწყებთ. გელოდებით ზანდუკელის #2-ში, რუსთაველის მაკდონალდსის უკან!", — დაწერა მან.
მოთხოვნებია:
- გათავისუფლდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია;
- გამოცხადდეს მოტარორიუმი და აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება.
ხასაია-ჩიქობავას საქმის ქრონოლოგია
რატომ დააკავეს ჩიქობავა და ხასაია: მათ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერი აქციისას, აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებაში ედებათ ბრალი.
- მანქანის შუშების ჩამტვრევის ფაქტზე, 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
- შემთხვევა 2024 წლის 23 იანვარს მოხდა.
- 25 იანვარს კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ — მოსამართლე დავით კურტანიძემ, პატიმრობასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა.
- 2024 წლის 30 იანვარს საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბაძემ, ტელეარხ რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ "იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის, პატიმრობა შეიცვალოს უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით".
- კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ ბრალდებას — აღიარებენ ნივთის დაზიანების ფაქტს, თუმცა, არ ეთანხმებიან ბრალდების იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა.
სოლიდარობის კამპანია დაკავებულთა მიმართ: დაკავებულების მიმართ სოლიდარულია აკადემიური საზოგადოება. ორივე მათგანი — ხასაიაც და ჩიქობავაც ლექტორები არიან.
- 26 იანვარს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ თსუ-ს ადმინისტრაცია დაიკავა.
- 30 იანვარს, ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ საჯარო წერილით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებულ ლექტორებს აკადემიური საზოგადოება ახასიათებს, როგორც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებს.
- ილიას უნივერსიტეტის რექტორის განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას განცხადება მოჰყვა: "აკაკი ჩიქობავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ფორმა არის მკაცრი და ვთხოვთ სასამართლოს აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი იქნას აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმით", — წერია განცხადებაში.
- მანამდე, 27 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ აკაკი ჩიქობავას, როგორც თსუ-ს მოწვეულ პროფესორს.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები