მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ როდის და რატომ გადაშენდა დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი მაიმუნი
დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი მაიმუნი 3 მეტრის სიმაღლის იყო და გორილაზე ორჯერ მეტს იწონიდა. რატომ და როდის გადაშენდა ეს ლეგენდარული მაიმუნი პალეონტოლოგებისთვის დიდი გამოცანაა.
გერმანელ-ნიდერლანდელმა პალეონტოლოგმ გ.ჰ.რ. ფონ კოენიგსვალდმა Gigantopithecus blacki პირველად საუკუნის წინ აღმოაჩინა. მას შემდეგ ამ გადაშენებული სახეობის დაახლოებით 2 000 გაქვავებული კბილი და ოთხი ყბის ძვალი აღმოაჩინეს. აღმოჩენები ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა.
და აი ახლა, ახალი კვლევა ამ იშვიათი ნამარხების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავლენს. კვლევეის შედეგებიდან გამომდინარე, გიგანტური მაიმუნების დაღუპვის შესახებ ბევრად მეტი ვიცით.
"ჩვენ ყველას გვსურს ვიცოდეთ თუ რა მოუვიდათ ამ გიგანტურ და საოცარ მაიმუნებს", — თქვა რენო ჯოან-ბოიაუმ, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის ვტორმა.
მკვლევრები თვლიან, რომ გაგანტური არსება დაახლოებით 250 000 წლის წინ გადაშენდა. ეს მას შემდეგ, რაც კლიმატი უფრო სეზონური გახდა და მცენარეების მჭამელ პრიმატებს ცვალებად მცენარეებზე მორგება უწევდათ.
"ეს სახეობა დაახლობით 2 მილიონი წლის წინ გაჩნდა. ისინი ძირითადად ხილს ჭამდნენ. დაახლოებით 600 000 წლის წინ გარემოს ცვლილებები დაიწყო და ეს ხილზეც აისახა. შესაბამისად, გიგანტ მაიმუნებს საკვების მოპოვება სულ უფრო გაუჭრდებოდათ", — თქვა კვლევის ავტორმა კირა ვესტავიემ.
ათწლეულის განმავლობაში, ჩინელი და ავსტრალიელი მეცნიერების ჯგუფმა ჩინეთის გუანქსის რეგიონის ფართო ტერიტორიაზე, 22 გამოქვაბულიდან ნიმუშები შეისწავლა. ამ გამოქვაბულების ნახევარი გიგანტური მაიმუნების ნარჩენებს შეიცავდა, ხოლო მეორე ნახევარი არა.
მკვლევრებმა ნამარხების ზუსტი დათარიღება რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით შეძლეს. ლუმინესცენციური დათარიღებით გამოვლინდა, როდის ჰქონდა ნამარხს ბოლოს მზის შუქთან შეხება, ხოლო U-სერიის დათარიღებით ცხოველის სიკვდილის პერიოდი დაადგინეს.
"უფრო ადრეული ნარჩენები 2 მილიონი წლით თარიღდება და ასეთი ბევრი მასალა გვაქვს. რაც შეეხება გადაშენების პერიოდს, ამ დროსთან დაკავშირებული მხოლოდ 3-4 კბილია აღმოჩენილი", — თქვა ვესტვეეიმ.
ამის შემდეგ, გუნდმა გააანალიზა მტვრის კვალი ნალექის ნიმუშებში, რათა გაეგო რა მცენარეები და ხეები დომინირებდნენ ლანდშაფტში. გიგანტური მაიმუნების კბილებში შემავალი ელემენტების იზოტოპური ანალიზი, როგორიცაა ნახშირბადი და ჟანგბადი, დაეხმარა მკვლევრებს იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ცხოველის დიეტა დროთა განმავლობაში.
ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ გიგანტური მაიმუნი კარგად ვერ შეეგუა გარემო პირობებს და სახეობამ რაოდენობის მხრივ შემცირება დაიწყო.
გიგანტური მაიმუნების კისრის ქვედა ნაწილის ნამარხები აღმოჩენილი არ არის. შესაბამისად, ძნელია ზუსტად იმის ცოდნა, თუ როგორი იქნებოდა გიგანტოპითეკი. ჩვენ ვიცით, რომ მისი სხეულის წონა დაახლოებით 300 კილოგრამამდე იქნებოდა.
მისი ზომიდან გამომდინარე, ის სავარაუდოდ, მიწაზე ცხოვრობდა და სიარულისთვის ოთხივე კიდურს იყენებდა. გიგანტოპითეკუსის ნამარხში აღმოჩენილი ცილების ანალიზმა აჩვენა, რომ მისი უახლოესი ცოცხალი ნათესავი ბორნეის ორანგუტანია.
კომენტარები