ირაკლი კუპრაძე

6 Dec. 2023, 11:43

პენსია იქნება 1000 ლარი და ეს არ არის საარჩევნო დაპირება, ეს რეალობაა! "ლელოს" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება პენსიების 1000 ლარამდე გაზრდა.

დღეს ქართველ პენსიონერს შესაძლებელია ჰქონდეს ღირსეული სიბერე. საქართველოში შესაძლებელია იყოს ევროპული პენსია — 1000 ლარის ოდენობით.

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა არის დათვლილი, არის შეფასებული და უკვე 2024 წლიდან შესაძლებელია პენსიების ზრდა, თუმცა, კორუფციაში ჩაფლულ "ქართულ ოცნებას" არ ადარდებს მოქალაქეები და მათი ღირსეული სიბერე, ისინი ემსახურებიან პუტინს და ემსახურებიან მხოლოდ საკუთარ ჯიბეს.

საქართველოს ბიუჯეტის ლელოს ხედვით კორექტირების შედეგად და მეგა პროექტების ამოქმედებით, ასევე სწორი პოლიტიკით შესაძლებელია გამოთავისუფლდეს და მოზიდულ იქნას შესაბამისი თანხები:

  • ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება/ამუშავება;
  • ანაკლია - სითის მეგა პროექტი და შესაბამისი ინვესტიციები;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის მოსაკრებლის გაზრდა;
  • შტატგარეშე თანამშრომელთა 80%-ის შემცირება (500 მილიონი ლარი იხარჯება);
  • სახელმწიფო შესყიდვების სამართლიანად ჩატარება;
  • კორუფციასთან ბრძოლა და აღმოფხვრა;
  • საერთაშორისო ინვესტიციები.

ეს მარტივი სქემაა, ეს მიღწევადი რეფორმაა და ამას არ სჭირდება ბევრი ბუღალტერია, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება და ნაკლები ფულის მოპარვა სჭირდება ბიუჯეტიდან.

ჩვენ ამას გავაკეთებთ, "ლელოს" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პენსია გახდება ღირსეული — 1000 ლარი. და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ დღეს პენსია არ იზრდება, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა და მათი ლიდერებისა და წევრების კორუფციაში ჩაფლულობის ბრალია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი…