ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ისევ გაითიშა — რა ხდება
NASA-ს ვეტერან კოსმოსურ ტელესკოპს ცუდი პერიოდი აქვს. ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმზე კიდევ ერთხელ გადართეს.
კოსმოსური სააგენტოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ჰაბლი ამ რეჟიმზე ავტომატურად გადაერთო. მიზეზი შემდეგია: სამი გიროსკოპიდან ერთ-ერთი გაუმართავია.
ეს 19 ნოემბრის შემდეგ უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჰაბლს პრობლემები აქვს.
გიროსკოპები 2009 წელს კოსმოსური შატლის მომსახურების მისიის დროს დაამონტაჟეს. ეს იყო მეხუთე და ბოლო მსგავსი მისიიდან. მაშინ ჰაბლს 6 გიროსკოპი დაუყენეს და მათგან სამი მუშაობს. როგორც ჩანს, ახლა ოპერირება მხოლოდ ორს შეუძლია.
ჰაბლის გუნდი გაუმართავი გიროსკოპისა და ზოგადად ტელესკოპის ჩართვას ცდილობს. ამ ეტაპზე ტელესკოპის გაუმართაობასთან დაკავშრებით მეტი ინფორმაცია არაა.
მეცნიერები საუბრობენ შესაძლო მისიაზეც, რომელიც ჰაბლის შესაკეთებლად განხორციელდება.
კომენტარები