STEM განათლება მომავლისთვის — საქართველოს ბანკის ინიციატივა სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და მოსწავლეებისთვის მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, ბანკი შეხვედრების სერიას STEM განათლება მომავლისთვის ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში — ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და თბილისში სკოლის მოსწავლეებთან STEM მეცნიერების შესახებ შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრაზე სპიკერები ახალგაზრდებს STEM მეცნიერების მნიშვნელობის, თანამედროვე სამყაროში მისი გამოყენების შესაძლებლობების და STEM ოლიმპიადის შესახებ ესაუბრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ესწრებოდნენ მასტერკლასებს, სადაც STEM სკოლის მასწავლებლები ბავშვებს STEM პროექტებს აცნობდნენ და მათი შექმნის სპეციფიკაზე ესაუბრებოდნენ. ამასთან, ახალგაზრდებისთვის გაიმართა სახალისო შემეცნებითი თამაშები, გამარჯვებულებს კი მიკროკონტროლერი Arduino გადაეცათ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, საკუთარი STEM იდეები რეალობად აქციონ.
სპიკერებს შორის იყვნენ ჯუანშერ ჯეჯელავა — ილიაუნის ასოცირებული პროფესორი; დემეტრე ფიფია — Google-ის თანამშრომელი; გუგა ბურდული — საქართველოს ბანკის მონაცემთა უფროსი მეცნიერი, ფიქრია ელიზარაშვილი — ელექტრული სისტემების ინჟინერი და გიორგი ლომიძე — კომაროვის სკოლის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
შეხვედრებში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო.
რა არის STEM ოლიმპიადა?
STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ინტერესის გაღრმავების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.
ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით 19 იანვარს დაიწყება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 100 გუნდი მიიღებს. ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ექვსი წევრისგან დაკომპლექტებული, ერთი გუნდი და მენტორი უნდა წარადგინოს.
STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 3 დეკემბერს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
-
ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბებიას, რომელსაც მარნეულში შვილიშვილის იძულებით გათხოვება ბრალდება, 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
კომენტარები