ლევან ხაბეიშვილი

16 Nov. 2023, 11:47

ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პასუხისმგებლობიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელთან, რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას — ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის!

IRI-ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4-ჯერ და რიგ შემთხვევაში, 8-ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად, უმჯობესია ჩვენზე "შფოთვებს" და "ნერვიულობას" მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდეასა და ღირებულებებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, რუსული ოცნების, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე.

— განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალ შედეგებთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე

პარლამენტის თავმდჯომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დაწესებული სანქციები არალევანტურია.…