რა ხდება? სამტრედიაში 36 წლის კაცი მოკლეს. On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაკავებული, ჯერჯერობით, არავინ არის და გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დეტალები: "ფორმულას" ინფორმაციით,

  • შემთხვევა გუშინ, 19 ოქტომბერს მოხდა.
  • მოკლულ მამაკაცს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი. ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
  • კაცს 10-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.