ქირით ცხოვრება ნაადრევად გვაბერებს? — კვლევა
ესექსისა და ადელაიდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერთა ახალმა კვლევამ ქირით ცხოვრებასა და სწრაფად დაბერებას შორის კავშირი გამოავლინა.
"მნიშვნელოვანია, რომ კერძო ქირავნობის გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე უმუშევრობისა და მწეველობის.
როცა ანალიზში საცხოვრებელი ადგილის ისტორიული პირობები გავითვალისწინეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სწრაფ ბიოლოგიურ დაბერებასთან ქირის განმეორებადი დავალიანებები და დაბინძურებასთან/გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებიცაა ასოცირებული", — აცხადებენ ავტორები.
მათ დაადგინეს, რომ ამის მიზეზი ქირის გადახდის ვადას გადაცილებასთან დაკავშირებული სტრესი და დაბინძურებულ არეალში ცხოვრებაა.
ასაკის მატების პარალელურად სასურველი საცხოვრებელი ადგილის კრიტერიუმები შესაძლოა, შეიცვალოს. მრავალი ხანდაზმული ადამიანი ან წყვილი ხშირად შედარებით მოკრძალებულ ადგილას გადადის ან პირადი ქირავნობის გზას ირჩევს. ეს ნიშნავს, რომ სახლს ან ბინას უძრავი ქონების მესაკუთრისგან ან სპეციალური კომპანიისგან ქირაობს. სამწუხაროდ, ეს დიდ სტრესს იწვევს, რაც, როგორც ახალი კვლევა გვეუბნება, ნაადრევად გვაბერებს.
ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც ქირით არ ცხოვრობენ, იმავენაირად ნაადრევად არ ბერდებიან. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსგავსი პირობები ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს და მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ამ დასკვნის გამოსატანად მეცნიერებმა 1420 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და დნმ-ის მეთილირების გამოსაკვლევად აღებული სისხლის ნიმუშების მახასიათებლები გაითვალისწინეს.
ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები შედარებით დიდი ასაკის ადამიანებს ურჩევენ, რომ საცხოვრებლად ისეთი ადგილი შეარჩიონ, რომელიც საავადმყოფოსთან, მაღაზიებთან თუ სატრანსპორტო სისტემასთან ახლოს იქნება. ასევე, დეტალურად გაეცნონ ქირავნობის პირობებს, მაგალითად გაარკვიონ, ხომ არაა მოსალოდნელი გადასახადის მომატება, რამდენად ხანგრძლივია შეთანხმება და ა.შ.
გასათვალისწინებელია ხანგრძლივ პერსპექტივაში მოსალოდნელიც მატერიალური შესაძლებლობაც, რათა მის საზღვრებს არ გავცდეთ. ყურადსაღები ფაქტორია სახლის დაცულობაც.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of Epidemiology & Community Health გამოქვეყნდა.
კომენტარები