"რისკი საჭესთან გაუმართლებელია" — ეკა ლალიაშვილი თეგეტა მოტორსის კამპანიას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი, თეგეტა მოტორსის სეზონურ კამპანიას შეუერთდა და მის მთავარ გზავნილზე — რისკზე წასვლა არ ღირს, როგორც პირად, ისე პროფესიულ ჭრილში საუბრობს.
ამბობს, რომ ეკას ოჯახისთვის ზაფხულის დასვენება წელს საქართველოში ბავშვებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლით იწყება. წლევანდელი საზაფხულო მარშრუტი ბაკურიანს, კახეთსა და დასავლეთ საქართველოს მოიცავს, შესაბამისად, ასეულობით კილომეტრის გავლა მოუწევს. ქცევას, რომელიც ეკასთვის უკვე ტრადიციად იქცა, არც ამჯერად დაარღვევს და მშვიდი მოგზაურობისათვის ავტომობილს სათანადოდ მოამზადებს.
"ბოლო 15 წელზე მეტია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მიწევს მუშაობა და კარგად ვიცი, რომ გამართული ტრანსპორტის მნიშვნელობა ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია საგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ავტომობილის გამართულობას. გააზრებული გვაქვს, რომ გზაზე გადაადგილება როგორც საკუთარი ოჯახის, ისე სხვების მიმართაც დიდი პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ტრანსპორტი, რომლითაც გვიწევს მოძრაობა, მწყობრში უნდა გვყავდეს და ეს ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია.
ავტომობილი ახალი და გამართულიც რომ იყოს, სეზონური საბურავები ზამთრის თუ ზაფხულის დაწყებამდე მაინც ყოველთვის დღის წესრიგში დგას. ასევე, შორ გზაზე გასვლამდე ვამჯობინებთ, სპეციალისტმა მარტივი დიაგნოსტიკით შეამოწმოს ავტომობილი, რათა გარანტირებულად მშვიდად ვიმგზავროთ. ეს იქნება საბურავებში წნევის დონე, სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის გამართულობა, გაგრილების სისტემა თუ სხვა", — ამბობს ეკა ლალიაშვილი.
საქმიანობიდან გამომდინარე, ეკას არაერთი კვლევა და დაკვირვება აქვს ჩატარებული, რომლებიც საქართველოში მანქანის გაუმართაობისგან გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, ჩვენს ქვეყანაში 1.5 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული, მათგან 50% კი 20 წელს გადაცილებულია.
"ინფორმაციის ნაკლებობისა და არასწორი დამოკიდებულების გარდა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური ფაქტორიც და ამას ვერსად გავექცევით. თუმცა, ვისაც ავტომობილის ყოლის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, მზად უნდა იყოს, რომ გარკვეული ხარჯის გაწევა აუცილებელია. ძირითადად მძღოლებს ჰგონიათ, ფულს ზოგავენ, როდესაც თავს არიდებენ თუნდაც ავტომობილის დიაგნოსტიკას, უგულებელყოფენ საბურავების სეზონურობას, მაგრამ სინამდვილეში ეს საკუთარი და ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გაკეთებული არაგონივრული ეკონომიაა.
ცნობილია, რომ ავტომობილის მართვისას დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ ფაქტორებს - მძღოლის მართვის უნარებს, ქცევას, საგზაო წესების დაცვას, თუმცა, როგორი კანონმორჩილიც არ უნდა იყოს მძღოლი, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა მისცეს მას უსაფრთხოდ მგზავრობის შესაძლებლობა. რისკი საჭესთან გაუმართლებელია. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარისკვა პირდაპირი განაცხადია, რომ ახლობელი ადამიანებისა და გარშემომყოფების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უპასუხისმგებლოდ ვეკიდებით. ამიტომ ვფიქრობ, დასაფიქრებელია — რამდენად გვიღირს ასეთი რისკი", — აღნიშნავს ეკა.
სწორედ ამიტომ შეხსენებას ყოველთვის აქვს აზრი, ისეთი საკითხისაც კი, რომელიც თითქოს ისედაც ნათელია და სწორედ ამას ემსახურება თეგეტა მოტორსის საზაფხულო კამპანიაც.
მოგზაურობისა და დასვენების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რისკზე წასვლა არ ღირს! და ავტომობილის სეზონური მომზადება აუცილებელია.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები