მიხეილ სარჯველაძე

17 Aug. 2023, 13:19

ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება. ეს ქმნის გარკვეულ, არასწორ შთაბეჭდილებებსა და არასწორ ფაქტებს. ის, რაც თქვა გუშინ ირაკლი კობახიძემ, აბსოლუტურად სწორი იყო, ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და კორექტული იყო. არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არავის ჰქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ჰეროიკული საქციელი და გმირობა რაღაცნაირად დაეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. ეს არის ძალიან დასაფასებელი და, რასაკვირველია, ამ განცხადებას ვუერთდები.

მინდა, დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არამც თუ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა. არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა და ობიექტურად ვინმეს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ.

მე ერთი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება მიზნად არ მქონია. ბატონმა ჯელაძემ მართლა არნახული სიმამაცე გამოიჩინა, როდესაც მოიკიდა თავისი დისშვილი და გადაიყვანა ერთი მხრიდან მეორეზე.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. ის ერთ-ერთი იყო "ოცნებიდან", ვინც ირაკლი კობახიძესთან ერთად, შოვის სტიქიას გადარჩენილების მონათხრობში ეჭვი შეიტანა და დეტალების გადამოწმებაზე ისაუბრა. 

16 აგვისტოს სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს ირაკლი კობახიძემ მოუბოდიშა და თქვა, რომ ნანობს, თუკი მას გული ატკინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…