"ავტომობილით გადაადგილებისას რისკზე წასვლა არ ღირს!" — დათა ქაჯაია თეგეტა მოტორსის კამპანიას შეუერთდა
ფოტო: თეგეტა მოტორსი
ზაფხულის დასვენების დაგეგმვას ადამიანთა უმრავლესობა ძალიან დიდ დროსა და რესურსს უთმობს. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ რამდენიმე დღემ თუ კვირამ, რომელსაც მთელი წელი ელოდა იდეალურად ჩაიაროს და ბედნიერ მოგონებად დარჩეს. თუმცა ამ დიდი ორომტრიალის დროს ძალიან ცოტა ადამიანს ახსენდება, რომ ნანატრი დასვენება ავტომობილში ჩასხდომით იწყება. იმისათვის რომ ამ პერიოდმა მშვიდად, ლაღად, უსაფრთხოდ ჩაიაროს და რაც მთავარია ასევე, უსიამოვნებით არ დაიწყოს, პირველ რიგში, გამგზავრებამდე აუცილებელია ავტომობილის მომზადება. საჭიროა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს პროდუქტები: საბურავები, აკუმულატორი, ზეთი და სამუხრუჭე სისტემა.
ავტომრბოლელ დათა ქაჯაიას ეს საკითხი უყურადღებოდ, რა თქმა უნდა, არასდროს დაუტოვებია, თუმცა სხვა ადამიანებისთვის ძალიან ხშირად უწევს იმის ახსნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დეტალებს, რომლებსაც ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებენ. სხვადასხვა საფრთხის შესახებ გაფრთხილებას და მის რჩევებს, როგორც ამბობს, ხშირად ითვალისწინებენ, სწორედ ამიტომ კარგად ესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამაზე საუბარს და თითოეული ადამიანისთვის იმის შეხსენებას, რომ "რისკზე წასვლა არ ღირს!" — ამიტომაც შეუერთდა „თეგეტა მოტორსის“ ახალ კამპანიას, რომელიც მძღოლებს ავტომობილის სეზონური გამართვისკენ მოუწოდებს.
"ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დიდი დროის გატარება გვიწევს ავტომობილში. როცა ოჯახთან ერთად გადავადგილდებით დიდი დატვირთვა აქვს ავტომობილს, ამასთან სიცხეც ზემოქმედებს მასზე და სწორედ ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო. გამგზავრებამდე აუცილებელია, მანქანას სრული შემოწმება ჩაუტარდეს. ავტომობილში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ერთი დეტალის მწყობრიდან გამოსვლა დიდ პრობლემებს ქმნის. უმნიშვნელოვანესია გვქონდეს კარგი საბურავები და გამართულად მუშაობდეს სამუხრუჭე სისტემა. სამუხრუჭე სისტემა კი მხოლოდ ხუნდები და დისკების ცვეთა არ არის. მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სამუხრუჭე სითხეა, რომლის ვარგისიანობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემის ეფექტური მუშაობისათვის. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ წყლის სისტემას და აკუმულატორის გამართულობას. სამწუხაროდ, ბევრმა მძღოლმა ისიც კი არ იცის, რომ საბურავი სეზონის მიხედვით სჭირდება ავტომობილს და ზაფხულში ზამთრის, ან პირიქით გამოყენება დაუშვებელია.
"ხუთი წელია ზეთი არ შემიცვლია და მშვენივრად დავდივარ" — მსგავსი ფრაზებიც ბევრჯერ გამიგია და შესაძლოა ისეთები მართლა არსებობენ, ვისაც რაღაც მხრივ გაუმართლა. მაგრამ ამ შემთხვევებს სტატისტიკაში ვერ შევიტანთ. აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები და დროულად შევცვალოთ ზეთები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანდება ჩვენი ავტომობილის ძრავი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და გაჩერდეს ავტომობილი. ზეთი ძრავის მთავარი კომპონენტია, რომელიც მას ამუშავებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეთის შეცვლის საჭიროება მხოლოდ მის გარბენზე არაა დამოკიდებული. ზეთის ჩასხმიდან ერთი წლის ვადაში მისი შეცვლა აუცილებელია, რადგან ვადის ამოწურვის შემდეგ ის კარგავს თავის თვისებებს, მიუხედავად იმისა რამდენი გაიარა ავტომობილმა", — ამბობს დათა ქაჯაია.
უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანები ავტომობილის სეზონური მომზადების საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან. უმრავლესობა სწორედ სტერეოტიპების მსხვერპლია, ზოგი დროის სიმცირეს იმიზეზებს, ზოგიც ფინანსურ პრობლემებს, ბევრს კი უბრალოდ არ ესმის მანქანის საჭიროებები და ვერ ხვდება რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დეტალების გაუთვალისწინებლობას. არაკომპეტენტური მოსაზრებები, მითები და არარსებულ გამოცდილებებზე დაფუძნებული ისტორიები ხშირად უბიძგებს მძღოლებს უგულებელყონ პროფესიონალების რეკომენდაციები, თავი აარიდონ ავტომობილის სეზონურ შემოწმებას და დასვენების გეგმების გარდა, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების სიცოცხლე, რისკის ქვეშ დააყენონ.
"ძალიან მნიშვნელოვანია შეხსენება და კიდევ ერთხელ ყველასთვის იმის თქმა, თუ რამხელა პასუხისმგებლობას წარმოადგენს მანქანით გადაადგილება. ეს არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ამაზე მხოლოდ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის დამოკიდებული. მით უფრო ბოლო პერიოდში, როცა ჩვენი ქალაქის ქუჩები და ქვეყნის ავტომაგისტრალები ავტომობილებით გადაჭედილია. რისკი ყოველ ნაბიჯზეა და მოუმზადებელი, გაუმართავი ავტომობილი ძალიან დიდი საფრთხის მომტანია.
"არ მოვემზადები და ვიცი, მაინც არაფერი მოხდება" — ამ ფიქრით და გადამეტებული ოპტიმიზმით ცხოვრებას, სჯობს კარგად გავიაზროთ, გავიხსენოთ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს და ისე ვიმოქმედოთ", — აღნიშნავს დათა.
თეგეტა მოტორსისთვის უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ კომპანია კვლავაც გააგრძელებს მძღოლების გაფრთხილებას და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბის შეხსენებას — "რისკზე წასვლა არ ღირს!"
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
კომენტარები