Wolt Drive-ის წარმატებული სტარტი საქართველოში
ფოტო: Wolt Drive
Wolt Drive საქართველოში ერთ წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს და მას, თავისი ონლაინ ბიზნესის მიტანის სერვისისთვის, უკვე 100-მდე კომპანია იყენებს და ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მზარდია.
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტსა თუ პლატფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რომელსაც მიწოდების საჭიროება აქვს, შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე ინტეგრაციის გარეშე — Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.
მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ის ვებ პორტალის მეშვეობით სწრაფი მიტანის სერვისი თავის მომხმარებელს შეუძლიათ შესთავაზონ მცირე მეწარმეებმაც კი, რომელთაც არ აქვთ თავისი ონლაინ პლატფორმა და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუკის მაღაზიების საშუალებით ახორციელებენ.
საქართველოში Wolt Drive-ს იყენებენ დიდი და მცირე სავაჭრო ობიექტები, მათ შორის აფთიაქები, რესტორნები, ტექნიკის, ტანსაცმლის, ალკოჰოლის, ყვავილების და სხვა მაღაზიები, ასევე, ონლაინ მაღაზიები და აპლიკაციები. Wolt Drive-ის მომხმარებელთა შორის არიან MyGPC, ავერსი, PSP, ალკორიუმი, 8000 მოსავალი, Phubber, Dressup Group, Zoomer და მრავალი სხვა.
რამ განაპირობა Wolt Drive-ის წარმატება ქართულ ბაზარზე?
ელ-კომერციის ბიზნესის წარმატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მომხმარებლისთვის სწრაფი და მოხერხებული მიტანის სერვისის შეთავაზებაა. ასეთი სერვისის შექმნა კი, არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. ამიტომაც, ონლაინ მაღაზიების უმეტესობა იძულებულია მომხმარებელს მიტანის საკმაოდ ხანგრძლივი დრო და არასახარბიელო პირობები შესთავაზოს.
სწორედ ამ პრობლემას აგვარებს Wolt Drive, როგორც ეს, მაგალითად, SPAR Georgia-ს შემთხვევაში მოხდა.
"SPAR-ის ონლაინ აპლიკაციის გაშვებამ ჩვენს წინაშე საკუთარი საკურიერო სერვისის შექმნის საჭიროება გააჩინა, რაც კომპანიისგან არაადეკვატურად დიდ რესურსებს მოითხოვდა. ამიტომ Wolt Drive კარგი გამოსავალი იყო ჩვენთვის. ძალიან მარტივად შევძელით ჩვენი მომხმარებლისთვის სწრაფი და მოხერხებული მიტანის სერვისი შეგვეთავაზებინა, და თან, რაც მთავარია, მისაღებ ფასად", — ამბობს SPAR Georgia-ს ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეონა კაციტაძე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სავაჭრო ობიექტისთვის Wolt Drive-ში ჩართვის პროცესი ძალიან მარტივია: სავაჭრო ობიექტი უბრალოდ ტვირთავს შეკვეთის დეტალებს Wolt Drive-ის ვებ პორტალზე, რომლის ასაღებადაც მოდის ვოლტის პარტნიორი კურიერი და ამანათი მომხმარებლის კარამდე მიაქვს, და მთელ ამ პროცესს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება.
გარდა იმისა, რომ მომხმარებელი შეკვეთას ძალიან სწრაფად იღებს, მას საშუალება აქვს თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში და გამოიყენოს Wolt-ის უმაღლესი კლასის მხარდაჭერის სერვისი 24/7-ზე.
"ჩვენთვის, როგორც Apple-ის ოფიციალური პარტნიორისთვის, მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ შოპინგის დროს. Wolt Drive-მა ეს გამოცდილება სულ სხვა დონეზე აიყვანა, რადგან ახლა საშუალება გვაქვს ჩვენს მომხმარებელს ონლაინ შეძენილი პროდუქტი 30 წუთზე ნაკლებს დროში მივაწოდოთ, რამაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ონლაინ გაყიდვების ზრდასაც", — აღნიშნავს გიორგი კუბლაშვილი, iSpace-ის მარკეტინგის მენეჯერი.
Wolt Drive ბიზნესებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებზე, ხოლო ლოჯისტიკურ საკითხებზე სრულად Wolt-ის გუნდი ზრუნავს 24/7-ზე.
გსურთ გაიგოთ მეტი და დაიწყოთ Wolt Drive-ის გამოყენება?
ეწვიეთ ბმულს: https://wolt.com/ka/drive
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები