ქუთაისში ბათუმის დინამოსა და ბიალისტოკის იაგელონიას გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა. ინციდენტი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ არავინ დაუკავებიათ, რადგან ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკებით ამოიწურა.