"თუ დღეს სხვას ვასწავლით იმას, რაც ვიცით, ამაში USAID დაგვეხმარა" — ირინა მიქავა
ფოტო: USAID
USAID ახალგაზრდების გაძლიერებით შესაძლებლობას აძლევს მათ, გახდნენ ლიდერები დემოკრატიული ცვლილებების პროცესში, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, მიიღონ გამოცდილება და გააძლიერონ დემოკრატიული ღირებულებები თავიანთ თემსა და ქვეყანაში.
ირინა მიქავა ბოლნისში მოწვეული სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, სადაც ახალგაზრდებთან ერთად სამოქალაქო განათლების კლუბი — Peak Of Changes და ბოლნისის ახალგაზრდული სივრცე / Bolnisi Youth Space ჩამოაყალიბა, რომელიც დაფუძნდა EU4Youth პროგრამის ფარგლებში.
ირინა ქვემო ქართლის რეგიონში თანასწორობის ელჩიცაა, გეგმავს და ახორციელებს ტოლერანტობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების შესახებ აქტივობებს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელ და ქართველ ახალგაზრდებთან.
ამასთანავე, 2020-2022 წლებში, USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის ფარგლებში, იყო ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მონაწილე.
"აღნიშნულ პროექტზე მიღებულმა გამოცდილებამ განსაზღვრა ჩემი მომავალი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან. დღეს მე ძალიან კარგად მესმის ახალგაზრდული აქტიურობის ხმა, რომელიც არის ცვლილების გაბედული სურვილი და ყოველდღიური მუშაობა უკეთესი, ევროპული სახელმწიფოსთვის", — ამბობს ირინა.
ფოტო: USAID
2023 წლის 23 მარტს ირინა USAID-ისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ერთობლივი ჯილდოს, ქვემო ქართლის წლის წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგის სტატუსის მფლობელი გახდა. ასევე, ირინა ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის (EDYN) წევრიცაა, რომელიც 23 ქვეყნის 560 სამოქალაქო ლიდერსა და პოლიტიკოსს აერთიანებს და მხარდაჭერილია USAID-ის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ.
"USAID-ის როლი ამ წარმატებული ახალგაზრდული თუ პროფესიული საქმიანობის ისტორიაში უდიდესია, კომპეტენციების დახვეწის, განვითარებისა და მხარდაჭერის კუთხით. თუ დღეს სხვას ვასწავლით იმას, რაც ვიცით, ამაში თავის დროზე სწორედ USAID დაგვეხმარა, ახლა კი უბრალოდ ვაზიარებთ ცოდნას და ვქმნით თანასწორი შესაძლებლობების პლატფორმებს სხვებისთვის".
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები