დაბერების საწინააღმდეგო ინიექცია მაიმუნებში მეხსიერებას აუმჯობესებს — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, კლოტოს ცილის ინიექცია მაიმუნებში კოგნიტურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. ეს ის ცილაა, რომელიც ასაკთან ერთად მცირდება.
პრიმატებზე გამოყენებამდე მკვლევრებმა კლოტო თაგვებზე გამოცადეს და შედეგები აქაც დამაიმედებელი იყო.
ახალი კვლევა, რომელიც ამერიკელმა მკვლევრებმა ჩაატარეს, პერსპექტიულია და იძლევა იმედებს, რომ იგივე მეთოდი ხანდაზმულ ადამიანებზეც იმუშავებს.
"პრიმატებსა და ადამიანებს შორის მჭიდრო გენეტიკური და ფიზიოლოგიური პარალელებია. ის რაც მუშაობს მაიმუნზე, დიდი შანსია, რომ ადამიანზეც გაამართლებს", — განუცხადა Nature-ს მარკ ბუშემ, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ნევროლოგმა.
იმედისმომცემი შედეგების მიუხედავად, კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო იმისათვის, რათა სრულად გავიგოთ, თუ როგორ იწვევს ცილა კოგნიტური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
მკვლევრებმა კლოტოს მკურნალობა ხანდაზმულ მაკაკებზე გამოცადეს. მაკაკები საშუალოდ 22 წლის იყვნენ. ადამიანის შემთხვევაში ეს 65 წელს უდრის.
კვლევის ფარგლებში მაიმუნების მახსოვრობა გამოცადეს. მათ საკვებს უმალავდნენ. ინიექციამდე მაიმუნები 45 პროცენტს სწორედ იმახსოვრებდნენ, ხოლო ინეიქციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზარდა.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
მეცნიერები თანხმდებიან, რომ კვლევების გაგრძელებაა საჭირო. მათ იმედი აქვთ, რომ კვლევას მალე ადამიანებზეც ჩაატარებენ.
ეს ასევე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ალცჰაიმერის მკურნალობის მხრივ.
კომენტარები