ივანიშვილი: ხალვაშს და დვალს გარანტად დავუდგები, რომ არ შეეხონ გვარამიას
ფოტო: კადრი ვიდეოდან.
რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანმა ეკა კვესიტაძემ, ტექნოპარკში მიმდინარე შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის შეფასება სთხოვა:
"თქვენი აზრი მაინტერესებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსთავი 2-ის პროცესს უნდა დამთავრდეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. ანუ ჩვენ არჩევნებს უნდა შეხვდეთ რუსთავი 2-ით, იმ ფორმით რომლითაც დღეს ის არსებობს თუ არა?"
ივანიშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ კი, არჩევნებს რუსთავი 2-ის არსებული ფორმით უნდა შევხვდეთ.
"თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ხმარობს და უზრდელობს და იმიტომ გამოაძევეს დარბაზიდან", განაცხადა ივანიშვილმა. "მე არ მინდოდა ეს გამეხსენებინა, რამეთუ მე არ ვაპირებ სასამართლო ქმედების შეფასებას".
მისი თქმით, ის ძალიან იშვიათად აკვირდება პროცესს და ეცნობა მხოლოდ ამონარიდებს.
მისივე შეფასებით, ამჟამინდელი პროცესები განსხვავდება წინა ხელისუფლების ქმედებებისგან. ივანიშვილმა პარალელი რუსთავი 2-სა და იმედს შორის გაავლო და განაცხადა, რომ ახლა მიდის სამართლებრივი დავა, განსხვავებით იმედის შემთხვევისა, როდესაც ჟურნალისტები ძირს ეყარნენ, რაც იყო წინა ხელისუფლების ხელწერა.
"გვარამია გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე, როცა იმედის ჟურნალისტები იატაკზე გართხმულები იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. დღეს გამოდის და თავისუფალი მედიის სიმბოლოდ ქცეულ რუსთავი 2-ს იცავს გვარამია."
ივანიშვილის თქმით, ამჟამად ტელევიზიის მენეჯმენტის შეცვლა მისთვის მიუღებელია და ქვეყნის ინტერესებისთვისაც საზიანო იქნება:
"ეს არ არის სწორი, რამეთუ ამას, ევროპასა და ამერიკაში ვერავინ სწორად ვერ გაიგებს".
ივანიშვილი ამერიკის ელჩის წერილსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იან კელის წერილი მისასალმებელია და გასაზიარებელი. რადგან ამერიკას ძალიან სურს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს.
მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ფინანსურ გარანტად დაუდგება ხალვაშს ან დვალს და სთხოვს, რომ თუ სასამართლო არჩევნებამდე დასრულდა არ შეეხონ რუსთავი 2-ის მენეჯმენტს.
"თუ რამე ფინანსური ზარალი იქნება, მე ავანაზღაურებ და ვთხოვ, რომ თუ სასამართლო არჩევნებამდე დასრულდა, არჩევნებამდე არ შეეხონ გვარამიას და მენეჯმენტს. და საფასურად, ჩემგან, მოითხოვონ რაც უნდათ, ოღონდაც ეგ სალაპარაკოდ არ დაგიტოვონ თქვენ".
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები