6 პარალელი The Idol-ის მთავარი პერსონაჟისა და სელენა გომესის ცხოვრებას შორის
ივნისის დასაწყისში Euphoria-ს შემქმნელმა, სემ ლევინსონმა The Weeknd-თან ერთად სერიალი The Idol გამოუშვა. შოუს მალევე უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ The Idol-ის სიუჟეტი რეალურ ამბავს, კონკრეტულად კი, სელენა გომესის ცხოვრებას ეყრდნობა. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ გომესი და სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი The Weeknd 2017 წელს ერთმანეთს ხვდებოდნენ.
სოციალურ ქსელებში ათასობით პოსტს შეხვდებით, რომელშიც ადამიანები სერიალის მთავარი გმირის, ჯოსლინისა და სელენას ცხოვრებას შორის მსგავსებებს პოულობენ. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით.
1. ჯოსლინიც და სელენაც პოპ ვარსკვლავები არიან, რომელთაც კარიერა ბავშვობაში მსახიობობით დაიწყეს
ფოტო: Disney
პირველი და ყველაზე ცალსახა მსგავსება ის არის, რომ მთავარი გმირი, ჯოსლინიც და სელენაც ცნობილი მომღერლები არიან, რომელთაც სახელი ადრეულ ასაკში საბავშვო შოუში თამაშით გაითქვეს. სელენა თინეიჯერობისას დისნეის ვარსკვლავი იყო, მანამდე კი, მაყურებელმა ცნობილი ამერიკული შოუდან, Barney & Friends გაიცნო. ჯოსლინის შემთხვევაშიც, ბავშვობაში მსახიობობით დაწყებულმა კარიერამ მის ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.
2. სელენამაც და ჯოსლინმაც მუსიკალური ტურნე მძიმე მენტალური მდგომარეობის გამო გააუქმეს
ფოტო: HBO
2016 წელს სელენამ ტური პანიკური შეტევებისა და დეპრესიის გამო გააუქმა. სერიალის დასაწყისში კი ვიგებთ, რომ წარსულში ჯოსლინს მსოფლიო ტურნეს გადადება დედამისის გარდაცვალების გამო მოუწია.
3. შესვენების შემდეგ, საჯაროდ გავრცელებულ პირველ კადრებში ორივეს საავადმყოფოს სამაჯური უკეთია
ფოტო: Selena Gomez / Youtube
ფოტო: HBO
შესვენების შემდეგ სელენა მისი ცნობილი სიმღერით Bad Liar დაბრუნდა, რომლის ვიდეოს ერთ-ერთ სცენაშიც სავარაუდოდ, საავადმყოფოს სამაჯური უკეთია. მსგავს სცენას ვაწყდებით The Idol-ში — პაუზის შემდეგ პირველ ფოტოგადაღებაზე ჯოსლინის ხელზე მსგავს სამაჯურს ვხედავთ.
4. პაუზის შემდეგ, ფანებს მომავლის გეგმებზე სელენაც და ჯოსლინიც ლაივჩართვით ატყობინებს
სერიალის ერთ-ერთ სცენაში, ტედროსი, რომლის როლსაც The Weeknd ასრულებს, ჯოსლინზე მანიპულირებს და აიძულებს, სოციალურ ქსელში ლაივი ჩართოს, სადაც მედიაში გავრცელებულ ჭორებს ეხმიანება და ფანებს ჰპირდება, რომ "წარსულში მომხდარი ტრავმული გამოცდილებები მომავალში ხელს ვერ შეუშლის, უკეთესი ადამიანი იყოს".
მსგავსი ლაივჩართვა რამდენიმე წლის წინ სელენასაც ჰქონდა, როდესაც მან ახსნა, რატომ ცდილობს პირად ცხოვრებაზე არ ისაუბროს და საჯაროდ საკუთარ თავზე ნაკლები რამ გააზიაროს — მისი თქმით, არ უნდა, მედიამ მასზე სიცრუე დაწეროს. იმავე ლაივში, ფანებს სელენაც ჰპირდება, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იქნება.
6. ორივე პოპვარსკვლავს ჰყავს საუკეთესო მეგობარი, რომელიც პარალელურად მათი პერსონალური ასისტენტის როლსაც ითავსებს
სელენას ასისტენტი მისი საუკეთესო მეგობარი ტერეზა მინგუსია, ჯოსლინის კი ლეია.
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
კომენტარები