YouTube-ზე ხელოვნური ინტელექტი ვიდეოებს სხვა ენებზე ახმოვანებს — საცდელი ფუნქცია
YouTube ახალ ფუნქციას ცდის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვიდეოების სხვა ენებზე დუბლირება შეუძლია. პლატფორმა ამ მიზნით Aloud-ის გუნდთან ითანამშრომლებს. ეს უკანასკნელი AI დუბლირების სერვისია Google-ის Area 120 ინკუბატორიდან. ინფორმაცია YouTube-მა გაავრცელა VidCon-ზე.
Aloud-ის ვებსაიტის მიხედვით, ეს ყველაფერი შემდეგი პრინციპით მუშაობს: ხელსაწყო ჯერ თქვენი ვიდეოს ტრანსკრიპტს აკეთებს და ტექსტს გაწვდით, რომ გადახედოთ და დაარედაქტიროთ. შემდგომში იგი თარგმნის და დუბლირებას აკეთებს.
Amoeba Sisters-ის არხის ეს ვიდეო სწორედ Aloud-ით არის გახმოვანებული. ესპანური გახმოვანების სანახავად Audio track ხატულას უნდა დააჭიროთ.
პლატფორმის წარმომადგენლის განცხადებით, YouTube ხელსაწყოს უკვე ტესტავს ასობით კრეატორთან.
Aloud ამჟამად რამდენიმე ენაზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ამ სიის გაფართოებაც იგეგმება. სერვისი, კერძოდ, ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზეა ხელმისაწვდომი.
საგულისხმოა, რომ YouTube იმასაც შეეცდება, ნათარგმნი აუდიოჩანაწერები კრეატორის ხმას მაქსიმალურად ჰგავდეს მეტი ექსპრესიითა და ტუჩის მოძრაობის სინქრონიზაციით. ეს 2024 წლისთვის იგეგმება.
კომენტარები