"ერთად გავიმარჯვებთ" — TBC-ისა და MasterCard-ის კამპანია რაგბის ქომაგებს სიურპრიზებს ჰპირდება
ფოტო: თიბისი
2023 წლის 8 სექტემბერს, საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების ღირსეულ თამაშს, სულისკვეთებასა და მიღწევებს დიდი ხანია მიეჩვია. ამიტომ, ალბათ, არ არსებობს ქართული სპორტის ქომაგი, რომელიც სექტემბრამდე დარჩენილ დღეებს არ ითვლის.
ქართული რაგბის ერთგულ მხარდამჭერებს რაგბის კავშირის ოფიციალური მხარდამჭერი, თიბისი და MasterCard-ი გამორჩეულ სიურპრიზებს უმზადებენ.
"ერთად გავიმარჯვებთ" — ასეთია ახალი კამპანიის სლოგანი, რომლის ფარგლებში არაერთი სასიხარულო აქტივობა იგეგმება, მათ შორის, შესაძლებლობა, რომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაემგზავროთ და მსოფლიო ჩემპიონატს პირადად დაესწროთ.
თიბისის მარკეტინგული ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელის, საშა მაყაშვილის თქმით, თიბისიში თვლიან, რომ რაგბი მეტია, ვიდრე სპორტი, ამიტომ მისი მხარდაჭერა კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩვენ რაგბს არ ვუყურებთ როგორც მხოლოდ სპორტს. ის ფასეულობები, ღირსება, სულისკვეთება, რაც ამ სპორტს აქვს, სამაგალითოა ნებისმიერი პროფესიისთვის. ქართველებისთვის სპორტული წარმატება, განსაკუთრებით გუნდური მიღწევები სასიხარულოა. რაგბის ნაკრები კი ხშირად გვახარებს. რაგბის პოპულარობამ, შესაძლოა, სასიკეთო სოციალურ ცვლილებებსაც შეუწყოს ხელი, ადამიანებს მისცეს მოტივაცია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვნენ. ამიტომ, თიბისისთვის რაგბის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", — გვეუბნება საშა.
Mastercard-ის რეგიონული დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, დავით ზღუდაძე აღნიშნავს, რომ თიბისისთან, ფინანსური სფეროს გარდა, არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობენ და აღნიშნულ წამოწყებაში ერთობლივად ჩართვაც ბუნებრივად მოხდა.
"თიბისის წვლილი ქართული რაგბის ხელშეწყობის საკითხში უდიდესია, Mastercard-იც გამორჩეულად უჭერს მხარს სპორტის ამ მიმართულებას. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორები უკვე რამდენიმე წელია ვართ და ჩვენი დაკავშირებაც საერთო პროექტისა და ინტერესების ირგვლივ ბუნებრივად მოხდა", — ამბობს დავითი.
როგორ უნდა მოიგოთ საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე
დავით ზღუდაძე აღნიშნავს, რომ Mastercard-ისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი გლობალური მასშტაბით არის, რაგბი კი ქართველებისთვის თითქმის იდენტობის ნაწილია, ამიტომ გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა სურდათ.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული, შეუფასებელი გამოცდილებები შევუქმნათ ყველა მიმართულებით და ამ შემთხვევაში მათთვის საყვარელი სპორტული ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ. წინ ბევრი საინტერესო სიახლე გელოდებათ", — ამბობს დავითი.
საშა მაყაშვილის თქმით, ბევრი იფიქრეს, რისი გაკეთება შეეძლოთ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისადმი ინტერესის კიდევ უფრო გასაღვივებლად. საბოლოოდ, MaterCard-თან პარტნიორობით გულშემატკივრებს სიურპრიზები მოუმზადეს.
"ვიფიქრეთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისადმი ინტერესის კიდევ უფრო გაღვივება და გულშემატკივრებისთვის სტიმულის მიცემა კარგი იქნებოდა. მასტერქარდი ჩვენი ერთგული პარტნიორია და რაგბის მხარდამჭერიც, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ერთობლივად მოგვემზადებინა გარკვეული სიურპრიზები", — აღნიშნავს საშა.
თიბისის და MasterCard-ის ერთობლივი კამპანია 5 ივლისს დაიწყო და 29 ივლისამდე გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის 8 საგზური გათამაშდება. ამისთვის:
- უნდა გქონდეს თიბისის ციფრული ბანკი;
- 5 ივლისიდან 23 ივლისამდე გაიაქტიურო Mastercard-ის ციფრული რაგბი ბარათი;
- დაამატო ციფრული რაგბი ბარათი ელექტრონულ საფულეში (Apple Pay, Google Pay);
- 5 ივლისიდან 23 ივლისამდე, ჯამში დახარჯო მინიმუმ 100 ლარი რაგბის ციფრული ბარათით გადახდისას. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალებზე.
ტრანზაქციების რაოდენობა არ არის შეზღუდული. აქტივაციაში არ მონაწილეობს ონლაინ ტრანზაქციები.
ის მომხმარებლები, რომლებიც აღნიშნულ პირობებს შეასრულებენ, გათამაშების ფინალურ ეტაპზე გადავლენ, რომელიც 29 ივლისს, 12:00 საათზე, თიბისის ციფრულ ბანკში დაიწყება. პირველი 8 ადამიანი, რომელიც რაგბისთან დაკავშირებულ 10 შეკითხვას ყველაზე სწრაფად უპასუხებს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს — 2 გამარჯვებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალზე დასწრებას შეძლებს, ხოლო 6 საქართველო ავსტრიის მატჩზე.
საგზური ითვალისწინებს:
- სამდღიან ვიზიტს პარიზში;
- ავიაბილეთებს;
- სასტუმროს;
- სამჯერად კვებას;
- სტადიონზე დასასწრებ ბილეთს;
- ტრანსფერს.
გარდა ამისა, არც სხვა მომხმარებლები დარჩებიან პრიზის გარეშე. კამპანიის ფარგლებში სულ 450 პრიზი გათამაშდება, რაგბის სხვა გულშემატკივრები მიიღებენ ისეთ პრიზებს, როგორიცაა:
- 200 ერთეული საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური მაისური;
- 200 ერთეული ხელმოწერილი რაგბის ბურთი;
- 42 ერთეული რაგბის ოფიციალური კეპი.
საშას თქმით, სექტემბრამდე და მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში რაგბის ქომაგებს არაერთ სიურპრიზს მოუმზადებენ.
"გვინდა, ადამიანებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ, რომ სასიამოვნო გარემოში უყურონ ჩემპიონატს და მეტად იყვნენ ჩართულები. ნელ-ნელა არაერთი სასიხარულო სიურპრიზის შესახებ გაიგებთ".
თვალი ადევნეთ თიბისისა და MasterCard-ის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ კამპანიას, მოიგეთ პრიზები და უგულშემატკივრეთ ქართულ რაგბის.
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
კომენტარები