5 ევროპული კურორტი, სადაც ზაფხულის არდადეგების გატარება აჭარაზე იაფი დაგიჯდებათ
ზაფხული ნელნელა ხურდება და შვებულებაში გასული ადამიანების რაოდენობაც მატულობს. შესაძლოა, თქვენც ერთ-ერთი მათგანი იყოთ და სწორედ ახლა არჩევდეთ სასურველი დანიშნულების ადგილს. შერჩევის პროცესი საკმაოდ საინტერესო, თუმცა მაინც დამღლელი პროცესია. ამ პროცესში უნდა გაითვალისწინოთ ყველა დეტალი - ფინანსები, კომფორტი, ხანგრძლივობა და ა.შ. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ შვებულების გასატარებლად ახალი ადგილის შერჩევა გარისკვად არ ღირს და იქ წახვიდეთ, სადაც წინა წლებში ისვენებდით.
ყველა თანხმდება, რომ მოგზაურობა დიდი ბედნიერებაა. მნიშვნელობა არ აქვს წელიწადში რამდენად ხშირად მოგზაურობთ, ნებისმიერ შემთხვევაში, აღმოჩენების გაკეთება ადამიანს გაცილებით უფრო პოზიტიურად მუხტავს.
საქართველოში ყველაზე პოპულარული დასასვენებელი კურორტები აჭარაშია. ბათუმი, ქობულეთი, გონიო თუ სხვა ზღვისპირა ადგილები სიაში, შესაძლოა, პირველ ადგილას გეწეროთ და მათ შორის აკეთებდეთ არჩევანს. მათგან ყველაზე წინ, სავარაუდოდ, ბათუმსა და ქობულეთს განიხილავთ. შესაძლოა, არც დაფიქრებულხართ, რომ თქვენი ბიუჯეტით, რომელიც შვებულებისთვის გამოყავით, შეგიძლიათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დაისვენოთ და თქვენს ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ.
იმისთვის, რომ ამაში ერთად დავრწმუნდეთ, მოდით, ერთკვირიანი ვირტუალური არდადეგები მოვიწყოთ და სხვადასხვა კომპონენტებში, ბათუმი ევროპის ხუთი ქვეყნის კეთილმოწყობილ კურორტს შევადაროთ.
მარტო მოგზაურობა არც თუ ისე სასიამოვნოა, ამიტომ წარმოვიდგინოთ, რომ დასასვნებელად მეუღლესთან, პარტნიორთან ან მეგობართან ერთად მიდიხართ. პირველი დანიშნულების ადგილად, ბათუმი შევარჩიოთ.
საქართველო, ბათუმი
ბათუმი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბათუმში ევროპის საშუალო დონის კურორტად გადაიქცა. ამას არამხოლოდ სიტყვები, არამედ ფაქტებიც ადასტურებს. მაგალითისთვის, 2002 წელს საქართველოში 600 ათასამდე ტურისტი შემოვიდა, 2016 წელს კი, მხოლოდ აჭარაში, 900 ათასამდე ვიზიტორი დაფიქსირდა.
ბათუმის განვითარებასთან ერთად, ამ ქალაქში დასვენებაც გაძვირდა. ეს ზოგადად ნორმალური მოვლენაა, რადგან კურორტზე დამსვენებელთა მსურველები ძირითადად უცხოელები არიან და ბინებზე, რესტორნებსა და სხვა სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. საინტერესოა, საქართველოში დასაქმებული საშუალო შემოსავლიან ადამიანს რამდენი დაუჯდება ბათუმში ნორმალურად დასვენება. ნორმალურად დასვენებაში ვგულისხმობთ სასტუმროში დაბინავებას, გართობასა და, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რისი კეთებაც ადამიანს შვებულებაში სიამოვნებს.
მოდით, ჩვენი ვირტუალური დასვენება პირველი აგვისტოდან დავიწყოთ.
მგზავრობა თბილისიდან ბათუმამდე
თბილისიდან ბათუმამდე ჩასასვლელად უამრავი არჩევანი არსებობს. თუ გამოვრიცხავთ კერძო ავტომობილს, მაშინ ყველაზე სწრაფი და კომფორტული საშუალებად მინი-ვენით მგზავრობა უნდა მივიჩნიოთ. დღეის მონაცემებით, ამ ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ერთი ადამიანისთვის 25 ლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი და თქვენი თანამგზავრის თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 50 ლარი დაგიჯდებათ.
ესეც ჩვენი პირველი დანახარჯი.
დაბინავება სასტუმროში
ვინაიდან საშუალო შემოსავლიანი ოჯახი ხართ, თქვენ და თქვენს თანამგზავრს სამ ვარსკვლავიან სასტუმროში მოგათავსებთ. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა Batumi Mgzavrebi Hotel. Booking.com-ის მონაცემებით, 1 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით ორადგილიანი ნომრის დაჯავშნა 1 416 ლარი დაგიჯდებათ. თანაც, გაითვალისწინეთ, ამ ფასში ეს ბოლო ნომერია, დანარჩენები კი უფრო ძვირი ღირს.
თუკი ამ თანხას დაუმატებთ ყოველდღე 15 ლარს, მაშინ საუზმესაც მიიღებთ. ვინაიდან დასანაყრებლად დილას გარეთ, შემდეგ კი პირდაპირ სანაპიროზე გასვლა ადამიანებს დისკომფორტს უქმნით, უმჯობესი იქნება, თუ მყუდრო სასადილოში, სასტუმროს შენობაში ისაუზმებთ. სასტუმროს 1 416 ლარს, დავუმატოთ 105 ლარი (7*15) და მივიღებთ 1 531 ლარს.
ესეც ჩვენი მეორე ხარჯი.
ვახშამი რესტორანში
დასვენების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ნაწილი კარგ რესტორანში ვახშმობაა, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მოდით შევარჩიოთ ნორმალური რესტორანი, სადაც კერძების ფართო არჩევანია. ვთქვათ, რესტორანი ოქროს თევზი. ახლა განვსაზღვროთ რისი შეკვეთა გვსურს. ვფიქრობ, ვინაიდან დასასვენებლად ვართ, თავს უფლება უნდა მივცეთ, რომ გემრიელად ვიკვებოთ და გავსინჯოთ უცხო კერძები.
ჩავთვალოთ, რომ რესტორანში ამ ერთი კვირის განმავლობაში საღამოს სამჯერ გაატარებთ. დანარჩენი საღამოები სხვა რამისთვის დავიტოვოთ.
მაშ ასე, რესტორნის FB გვერდზე გამოქვეყნებული მენიუს მიხედვით, განვსაზღვროთ ჩვენი შეკვეთა.
დღე #1: ცეზარის სალათა (14 ლარი), კარტოფილი ფრი (3,50 ლარი), ხაჭაპური (7,80 ლარი), ორაგულის სტეიკი ორაგულის სოუსით (29,50 ლარი) და საფერავის ერთი ბოთლი ღვინო (21 ლარი). სავარაუდოდ, ამ რესტორანში მომსახურების 10%-ის გადახდაც მოგვიწევს. ჯამში, პირველი დღის ვახშამი 84 ლარი დაგიჯდებათ.
ვინაიდან მენიუში მითითებული ფასები სწორედ ამ თანხაში მერყეობს, მოდით სამივე დღის ვახშმის საფასურად ერთი რიცხვი ავიღოთ და დახარჯული 84 ლარი სამზე გავამრავლოთ.
შესაბამისად, რესტორანში საღამოს სამჯერ გატარება 252 ლარი დაგიჯდებათ.
გართობა
ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ამ მოგზაურობაში მარტო არ ხართ, გართობის საშუალებებიც სწორად უნდა შევარჩიოთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამხელა ხარჯების ფონზე, კაზინოში შეხვიდეთ. სწორედ ამიტომ, მოდით პირველი ლოკაცია ღამის კლუბი იყოს.
ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო ღამის კლუბია Take Five, რომელსაც ბევრი ხალხი სტუმრობს. მათი FB გვერდის მიხედვით თუ ვისმჯელებთ, მომხმარებელთა უმეტესობა ძალიან კმაყოფილია. სწორედ ამიტომ, ამ კლუბში წავიდეთ.
ღამის კლუბებში, ძირითადად, საცეკვაოდ და დასალევად მიდიან ხოლმე. ხარჯიც სწორედ იქიდან გამომდინარეობს, თუ რა რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმართ. ვინაიდან ორნი ხართ, ვივარაუდოთ, რომ სასმელით გახურებას ორივე ზომიერად აპირებთ და ამიტომ თითოზე სამი კოქტეილი დავთვალოთ, ანუ ჯამში ექვსი. ერთი კოქტეილის ფასი, საშუალოდ 20 ლარია. ერთი სიტყვით, კლუბში გატარებული საღამო მინიმუმ 120 ლარი დაგიჯდებათ.
ამას გარდა, გართობის სხვა საშუალებებისთვის, როგორიცაა: წყლის მოტოციკლით გასეირნება, გემით გასეირნება, პარაშუტით ხტომა და სხვ. ჯამში 300 ლარი გამოვყოთ.
გართობისთვის 500-დან 700 ლარამდე უნდა ვივარაუდოთ, რადგან შესაძლოა, ერთი და იმავეს გამეორება რამდენჯერმე მოგვინდეს.
სხვა ხარჯები
მოგზაურობისას უამრავი გაუთვალისწინებელი ხარჯი არსებობს, რისთვისაც თანხების გადანახვა აუცილებლია. ხან კბილის ჯაგრისი გვეკარგება, ხან სიგარეტი გვიმთავრდება და ა.შ. ასეთი ხარჯებისთვის დაახლოებით 200 ლარი გამოვყოთ.
საბოლოო ჯამში, ორ ადამიანის ვირტუალური დასვენება ბათუმში, არასრული 3000 ლარი დაგვიჯდა. ამ თანხაში შედის ყველა ის ხარჯი, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. ამ ბიუჯეტით, რომელიც შესაძლოა არც ბევრია და არც ცოტა, საშუალო დონის არდადეგები გამოგვივიდა.
ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი ბიუჯეტი და ახლა უნდა განვსაზღვროთ, ამ თანხაში რამდენად მოვახერხებთ ევროპულ კურორტებზე დასვენებას ისე, რომ არაფერი, რაც ბათუმში გავითვალისწინეთ, არ გამოვტოვოთ.
ბულგარეთი, მზიანი სანაპირო
ბულგარეთი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია საკუთარი საზღვაო კურორტებით. საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიები ამ ქვეყანაში დასვენების ტურებს ხელმისაწვდომ ფასებში გვთავაზობს, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან მოგზაურობის დაგეგმვა თავადაც შეგიძლიათ.
ბულგარეთის ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი მზიანი სანაპიროა, რომელიც ქალაქ ბურგასთან ახლოს მდებარეობს. ამ კურორტზე დასვენება ჩვენ მიერ გაწერილ ბიუჯეტში სავსებით შესაძლებელია.
სასტუმროს ხარჯები ორ ადამიანზე: მზიან სანაპიროზე სამვარსკვლავიანი სასტუმრო შევარჩიეთ, ისევე როგორც ბათუმში. ამჯერად ჩვენ არჩევანი Slavyanski Hotel-ზე შევაჩერეთ. დადებითი შეფასებებისა და საკმაოდ კეთილმოწყობილი ნომრების ფონზე, ამ სასტუმროში დაბინავება ძალიან იაფია. ორი ადამიანის დღიური საფასური 109 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის ოთახის მომსახურება, უფასო პარკინგი, ინტერნეტი და სხვ. ჯამში, ერთი კვირით ამ სასტუმროში დარჩენა, ორ ადამიანს, 763 ლარი დაგიჯდებათ.
ვახშამი რესტორანში: რესტორანში ვახშმობა, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი არდადეგების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კარგი რესტორანი შევარჩიოთ. მზიან სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული რესტორანი Condor-ია, რომელსაც Tripadvisor-ის მომხმარებლები 4,3 ვარსკვლავით აფასებენ. აქ გემრიელი ვახშამი, ღვინის ბოთლთან ერთად, 25-დან 30 ევრომდე, ანუ მაქსიმუმ 82 ლარი დაგიჯდებათ.
ვინაიდან ბათუმში მოგზაურობისას რესტორანში ვახშამი სამ საღამოზე ვიანგარიშეთ, სამართლიანი იქნება, მზიან სანაპიროზეც ასე მოვიქცეთ. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ რესტორანში სამ ვიზიტში 246 ლარი დაგვეხარჯება.
გართობა: ამ მხრივ მზიანი სანაპირო ნამდვილად გამორჩეული და მრავალფეროვანია. კურორტზე უამრავი ღამის კლუბი, ბარი და სხვა გართობის საშუალებებია. მაგალითისთვის, კლუბი Lazur 3 ზღვიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. კარგი მუსიკისა და სასიამოვნო გარემოს ფონზე, კოქტეილების ფასებიც საკმაოდ მიმზიდველია. ამ მხრივ, ექვს კოქტეილში კლუბის შარშანდელი ფასებით, 50 ევროს, ანუ დაახლოებით 140 ლარის გადახდა მოგიწევთ.
სხვა გართობის საშუალებებისთვის, როგორიც ბათუმის შემთხვევაში უკვე აღვწერეთ, ფასები სხვადასხვანაირია. გემით გასეირნება უფრო იაფი ღირს, ვიდრე წყლის მოტოციკლეტით და ა.შ. შესაბამისად, ზუსტი ხარჯების დადგენა შეუძლებელია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ 700 ლარი ამ შემთხვევაშიც გვეყოფა.
სხვა ხარჯები: გაუთვალისწინებელი ხარჯების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს კიდეც, რადგან უცხო ქვეყანაში იმყოფებით. ამიტომ, ამ საქმისთვის 200 ევრო (550 ლარი) აუცილებლად უნდა გქონდეთ გადადებული.
ჯამში: ჩვენი გამოთვლებით, მზიან სანაპიროზე დასვენება ორ ადამიანს 2400 ლარი უნდა დაუჯდეს. გამოდის, რომ 600 ლარი კიდევ გვრჩება ბიუჯეტში, რომელიც შესაძლოა თვითმფრინავის ბილეთებზე დასამატებლადაც გამოიყენოთ.
ესპანეთი, ტენერიფე
ამ ბიუჯეტის ფარგლებში, თქვენ წარმოიდგინეთ, ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე, ტენერიფეზეც შეგიძლიათ დაისვენოთ. პირდაპირ ხარჯთაღრიცხვაზე გადავალ და აღარ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით, თუ როგორი კარგია ესპანეთის მზიან სანაპიროზე ფეხშიშველა სეირნობა.
სასტუმროს ხარჯები ორ ადამიანზე: Aparthotel Panorámica სამ ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ ულამაზესი ხედით დატკბნენ, ისარგებლონ აუზით და ა.შ. ამგვარი კომფორტის საფასური კი, ერთ დღეში, ორ ადამიანზე, 137 ლარს, ერთ კვირაში კი 959 ლარს მოიცავს.
ვახშამი რესტორანში: რესტორანში ვახშმობის ფასი დიდად არ განსხვავდება წინა მაგალითებისგან. Bianco Restaurant ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელსაც ტენერიფეზე შეხვდებით. ფასები ხელმისაწვდომი და მისაღებია, სამზარეულო უგემრიელესი, ატმოსფერო კი შესანიშნავი. რესტორანის მენიუ ყველა ტიპის დამსვენებელზეა მორგებული. აქ ვახშმობა, ჩვენი გამოთვლებით, 80-დან 100 ლარამდე დაგიჯდებათ, რაც სამი დღის ჯამში, 300 ლარია.
გართობა: გართობისთვის ტენერიფე იდეალური ადგილია. აქ უამრავი ტიპის გასართობი არსებობს და არჩევანი საკმაოდ ფართოა. კლუბში სასმელების ფასები თითქმის იგივეა, რაც მზიანი სანაპიროს შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ტენერიფეში არასტანდარტული გართობის სახეები, როგორიცაა ატრაქციონები, აკვაპარკი და სხვ. მრავლად არის, რაც გართობის ხარჯებს აძვირებს. სწორედ ამიტომ, უფრო მეტი თანხა უნდა ვიანგარიშოთ, რაც საბოლოო ჯამში, 1000-1200 ლარს ითვლის.
სხვა ხარჯები: გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის ტენერიფეში 300 ევრო (825 ლარი) უნდა ვივარაუდოთ, რადგან აქ ისეთი წვრილმანები, როგორიცაა წვერის საპარსი, ქაფი, სიგარეტი, მგზავრობა და სხვ. საკმაოდ ძვირი ღირს.
ჯამში: ტენერიფეში ერთკვირიანი არდადეგები ორ ადამიანს 3200 ლარზე ოდნავ მეტი დაგიჯდებათ და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს თანხა ამად ნამდვილად ღირს.
საბერძნეთი, როდოსი კუნძული
საბერძნეთი კუნძულებით დახუნძლული ქვეყანაა, სადაც დასვენება ყოველთვის დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება. ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ისიცაა, რომ ამა თუ იმ კუნძულზე დასვენება კატასტროფულად დიდ ხარჯებს არ მოითხოვს. როდოსი საბერძნეთის გამორჩეულ კუნძულებს შორის საპატიო ადგილს იკავებს და ჩვენ მიერ გაწერილ ბიუჯეტში, შეგიძლიათ, ერთკვირიანი არდადეგები დაუვიწყარ თავგადასავლად აქციოთ.
სასტუმროს ხარჯები ორ ადამიანზე: როდოსის კუნძულზე სასტუმროების დიდი არჩევანია, თუმცა სამვარსკვლავიანებს შორის საუკეთესოდ Agla Hotel მიიჩნევა, რომელსაც სტუმრებისთვის საუკეთესო პირობები აქვს შექმნილი. ოთახის მომსახურების გარდა, ამ სასტუმროში შინაური ცხოველის შეყვანის უფლება გაქვთ და ამასთან, უფასო პარკინგი, რესტორანი და ინტერნეტიც დაგხვდებათ. თანაც, სასტუმრო სანაპიროდან ხუთი წუთის სავალზეა. ორი ადამიანისთვის კი შვიდი დღით ოთახის დათმობა, 1050 ლარი ჯდება.
ვახშამი რესტორანში: აქ უამრავი რესტორანია, რომლებიც ძველბერძნული თემატიკით გამოირჩევა. ერთ-ერთი მათგანია Ambrosia Restaurant, რომელიც მდიდარია როგორც ბერძნული კერძებით, ასევე ევროპული სამზარეულოთი. ამ რესტორანში სასიამოვნო საღამოს გატარება, უგემრიელესი ღვინოსა და ზღვის კერძების თანხლებით, 150 ლარი დაგიჯდებათ, სამი დღის ჯამში კი - 450 ლარი.
გართობა: როდოსზე ღამის ცხოვრება ძალიან პოპულარულია. აქ უამრავი სახის კლუბებს შეხვდებით, რომლებიც სხვადასხვა სერვისებით ცდილობენ სტუმრების მოზიდვას. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი Paradiso Beach Club-ია. ის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და მისაღები ფასებითაც გამოირჩევა. ამ კლუბში, რომელიც თავისი უნიკალური დიზაინით მდიდრულ რანჩოს ჰგავს, კოქტეილის ფასები 20 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე მერყეობს. მოდით, თქვენთვის საშუალოს შევარჩევთ (55 ლარიანს) და შეთანხმებისამებრ, ექვს ცალს შევუკვეთავთ. ჯამში, კლუბში გართობის ფასი 330 ლარს აღწევს.
სხვა სახის გასართობებისთვის დამატებით 500 ლარი უნდა გამოყოთ, რადგან როდისის სანაპიროზე მთავარ გასართობს წყლის მოტოციკლეტით გასეირნება, პარაპლანით ფრენა და მსგავსი აქტივობები წარმოადგენს, რისთვისაც 500 ლარი საკმარისია.
სხვა ხარჯები: გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის იმდენივე თანხა გვჭირდება, რამდენიც ტენერიფეში, ანუ 300 ევრო (825 ლარი).
ჯამში: საბოლოო ჯამში, როდოსზე დასვენება ორ ადამიანს 3200 ლარი დაგიჯდებათ, ანუ იმდენივე, რამდენიც ტენერიფე.
ესპანეთი, მალაგას სანაპირო
მალაგა არამხოლოდ ესპანეთის, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, რომელსაც მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ის მიმზიდველია როგორც მისი ბუნებითა და სანაპიროთი, ასევე ფასებითაც.
სასტუმროს ხარჯები ორ ადამიანზე: Posadas de España მალაგას ცენტრში განთავსებული სამვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც სტუმრებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. აუზისა და სხვა საკითეებთან ერთად, სასტუმრო დამსვნებლებს უფასო გამაგრილებელ სასმელებსაც სთავაზობს. ამ სასტუმროში, კეთილმოწყობილ ნომერში, ერთი კვირით განთავსების საფასური 1 430 ლარია. მართალია, ფასი არც თუ ისე იაფია, მაგრამ თავად სასტუმრო ისეთია, რომ შეგიძლიათ ლოკაციის შეუცვლელად, პირდაპირ სასტუმროშიც კი იდეალურად დაისვენოთ.
ვახშამი რესტორანში: მალაგას ერთ-ერთ საუკეთესო რესტორნად Toro ითვლება, რომელიც პირდაპირ სანაპიროზეა გაშენებული. ამ რესტორანში უგემრიელესი კერძები, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური სამზარეულოდან, საშუალო ფასადაა შემოთავაზებული. აქ თევზის უგემრიელესი კერძი, ტოროს სალათი, ღვინო და დესერტი ორ კაცზე 125 ლარი დაგიჯდებათ. გამოდის, რომ რესტორანში სამჯერ ვიზიტი 375 ლარს ითვლის.
გართობა: ერთის მხრივ, მალაგაში დასვენება თავისთავად ნიშნავს გართობას, მაგრამ თუკი კლუბის გარეშე არ შეგიძლიათ, მაშინ არჩევანი აქაც ძალიან დიდია. Velvet Club ერთ-ერთია, სადაც სტუმრობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამ შემთხვევაში, გართობა შედარებით ძვირია, რადგან კლუბიც ძალიან მაღალი სტანდარტებისაა. ჩვენი გამოთვლებით, უკვე დასახელებული კლუბების მსგავსი კოქტეილების შეძენა 380 ლარი დაგიჯდებათ.
კარნავალებით, საკურორტო გასართობებით თავის შექცევა და მსგავსი აქტივებები, კლუბთან ერთად, 1200 ლარამდე დაგიჯდებათ.
სხვა ხარჯები: ვინაიდან ჩვენს მიერ არჩეული სასტუმრო თითქმის ყველაფერს მოიცავს და დამატებითი ხარჯების გაწევა ნაკლებად მოგიწევთ, გაუთვალისწინებელი ხარჯებიც შედარებით მცირდება. თუ სიგარეტს არ ეწევით, ან საქართველოდან ერთ შეკვრას მაინც წაიყოლებთ, სხვა ხარჯებისთვის 400 ლარიც გეყოფათ.
ჯამში: მალაგაში დასვენების მთლიანი ხარჯები 3400 ლარს მოიცავს და ჩვენ სულრაღაც 400 ლარით ავცდით ჩვენ მიერ განსაზღვრულ ბიუჯეტს. თუ გაქვთ საშუალება, რომ ეს ხარჯიც აანაზღაუროთ, ძალიან კარგი, მაგრამ თუ თანხაში შეზღუდული ხართ, მაშინ შეგიძლიათ რომელიმე თავშესაქცევი მცირედით მოიკლოთ.
მონტენეგრო, ულცინის სანაპირო
მონტენეგროს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანაპირო ულცინია. ამ კურორტს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. მთის ფერდობზე ჰარმონიულად აშენებული სახლები და კამკამა ზღვა მილიონობით ადამიანის ყურადღებას იქცევს. ულცინზე არდადეგების გატარება იაფი ჯდება და ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოცაა.
სასტუმროს ხარჯები: ულცინში, მისი ფასისა და ლოკაციის გამო, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო Apartment Sarajka არის. სასტუმრო სამვარსკვლავიანია და ის უფასო პარკინგს, ინტერნეტს, ოთახის მომსახურებას, კონდიცირებასა და სხვა დამატებით სერვისებს გთავაზობთ. ოთახის ფანჯრიდან ზღვის უმშვენიერესი ხედი იშლება, რაც დასვენებას ორმაგად სასიამოვნოს ხდის. ამ სასტუმროში ერთი კვირის გატარება ორ ადამიანს 550 ლარი დაგიჯდებათ, რაც ძალიან იაფია.
ვახშამი რესტორანში: ულცინში რესტორნების დიდი არჩევანია, თუმცა მათგან საუკეთესო ადგილას, გემრიელი კერძებითა და მისაღები ფასებით, რესტორანი Antigona-ა. ის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საიდანაც, გემრიელი ღვინის წრუპვის ფონზე, შეგიძლიათ მზის ჩასვლასაც უცქიროთ. აქ ვახშმობისთვის დიდი თანხები სულაც არ არის საჭირო. გემრიელი ღვინო, ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული და ტრადიციული კერძები, სულ რაღაც, 80 ლარი დაგიჯდებათ. სამი დღის ჯამში კი - 240 ლარი.
გართობა: ულცინში ყველაზე ცნობილი კლუბი MR Dorian Gray-ა, სადაც თავგადასვლებით დატვირთული საღამოს გატარება და გემრიელი კოქტეილები 200 ლარამდე დაგიჯდებათ. ამ თანხაში შედის ექვსი კოქტეილის საფასური.
სხვა გართობის საშუალებებისთვის, სხვა შემთხვევებთან შედარებით, თანხა არ იცვლება. ულცინში წყლის მოტოციკლებისა და მსგავსი გასართობების გარდა, შეგიძლიათ ნავით ზღვაში გასეირნებითაც შეიქციოთ თავი და ამასთან, ითევზაოთ კიდეც. ერთი სიტყვით, ულცინში გართობა, ჯამში, 800 ლარი დაგიჯდებათ.
სხვა ხარჯები: სხვა ხარჯებისთვის, 200 ევრო (550 ლარი) უნდა გამოყოთ, რადგან ჩვენს მიერ შერჩეული სასტუმრო საუზმეს ან სადილს არ გთავაზობთ, რის გამოც შესაძლოა თქვენი ხარჯები გაიზარდოს.
ჯამში: მთლიანობაში, ულცინში დასვენება ყველაზე იაფი, 2200 ლარი დაგიჯდებათ, რაც ძალიან მიმზიდველი თანხაა. როგორც ხედავთ, ბიუჯეტში ჩავეტიეთ და ამას გარდა, 800 ლარი კიდევ დაგვრჩა, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერი კომპონენტი გაზარდოთ, ან უკეთესი სასტუმრო შეარჩიოთ.
თითოეული ეს კუნძული, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენს მიერ გაწერილ ბიუჯეტში სრულიად შესაძლებელს ხდის მოგზაურობას. ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა საიტებზე შეგიძლიათ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ავიაბილეთების ფასებია, რომელიც ჩვენ მისი მუდმივი ცვალებადობის გამო არ დაგვიანგარიშებია.
საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ხარჯი დამოკიდებულია თავად თქვენზე. შესაძლოა, მოგზაურობა გაცილებით ნაკლები, ან მეტიც კი დაგიჯდეთ. ჩვენ უბრალოდ შევეცადეთ აგვეხსნა თქვენთვის, რომ იმ ხარჯით, რომელსაც ყოველწლიურად გასწევთ ხოლმე, სიახლეების აღმოჩენა და ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებაც შეგიძლიათ.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
კომენტარები