კომპანია Loop Biotech საზოგადოებას ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს — ესაა "ცოცხალი" კუბო, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, სიკვდილის შემდეგ ბუნების ნაწილად იქცნენ.

სტარტაპმა ახლახან Loop Living Cocoon-ის სახელით ცნობილი კუბოს ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც მრგვალი ფორმებით გარემოს უკეთ ერწყმის. ყოველთვიურად 500-მდე ასეთი კუბოს დამზადებაა შესაძლებელო, მისი ღირებულება დაახლოებით 1 064 აშშ დოლარია და ის მთელი ევროპის მასშტაბით იგზავნება.

კომპანია ცდილობს, მსგავსი ინოვაციით გარემოზე ჩვენი უარყოფითი გავლენა შეამციროს. მისი კიდევ ერთი პროდუქტი კუბოს ალტერნატივა Loop ForestBed არის, რომელიც ბიოდეგრადირებად ქსოვილში გახვეული ცხედრის უთავსახურო კუბოში მოთავსებას გულისხმობს.

ასევე, ხელმისაწვდომია ფერფლის შესანახი ურნა Loop EarthRise, რომელშიც ხე იზრდება. ის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სიმბოლურად, ამ ფრომით გაგრძელების საშუალებას იძლევა.

ფოტო: Loop

კომპანია საკუთარი პროდუქტების შესაქმნელ მასალად მიცელიუმს იყენებს, რომელიც სოკოების ფესვების მსგავსი დაქსაქსული წარმონაქმნია. მას აქვს უნარი, მომწამლავი ნივთიერებები გაანეიტრალოს და მიწაში მცენარეები ერთგვარი სასუქით მოამარაგოს. მნიშვნელოვანია, რომ ის ცეცხლგამძლეცაა.

Loop Living Cocoon-ში ადამიანის გვამი უფრო სწრაფად იხრწნება და ბუნების ნაწილი ხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.