YouTube თავის ერთ სერვისს აუქმებს — რას ვეღარ შევძლებთ 26 ივნისიდან
YouTube-ზე Stories სერვისის გაუქმება იგეგმება. 26 ივნისიდან პლატფორმაზე ამ ფუნქციით სარგებლობას უკვე ვეღარ შევძლებთ. ნებისმიერი Stories, რომელსაც ამ თარიღამდე გამოვაქვეყნებთ, ატვირთვიდან 7 დღის შემდეგ გაქრება.
YouTube-მა აღნიშნული სერვისი 2017 წელს გამოცადა, შემდეგ კი მას სახელი შეუცვალა და მომდევნო წელს ფართო საზოგადოებისათვის გახადა ხელმისაწვდომი.
Story ფუნქცია პოპულარული Snapchat-ის წყალობით გახდა, მას შემდეგ კი იგი არაერთ სოციალურ პლატფორმაში ინტეგრირდა. მიუხედავად ამისა, Twitter-თან და LinkedIn-თან ერთად მას YouTube-იც აუქმებს.
საგულისხმოა, რომ YouTube-ს TikTok-ის სტილის სხვა მსგავსი ფუნქციაც აქვს, Shorts. ამ უკანასკნელის გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება, ამიტომ ფუნქციურობის კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლება.
YouTube-ის განცხადებით, იმ მომხმარებლებში, რომლებიც ორივეს იყენებენ, Stories-თან შედარებით პოსტები საშუალოდ უფრო ბევრ კომენტარსა და მოწონებას აგროვებს. ამასთანავე, აუდიტორიასთან ინფორმაციის სწრაფად გასაზიარებლად მომხმარებლებს Community პოსტების გამოყენებაც შეუძლიათ.
კომენტარები