ნახეთ: Tesla საკუთარი ჰუმანოიდი რობოტების ახალ ვიდეოს ავრცელებს
ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ ჰუმანოიდი რობოტების, Tesla Bots-ების, ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ გადაადგილდება რამდენიმე ასეთი მოწყობილობა ერთად.
თითოეულ მათგანს უკვე საწარმოოდ გამზადებული გარეთა კარკასიც აქვს მიმაგრებული. კადრებში რობოტების ნელ სიარულს ვხედავთ. ასევე, გამოვლენილია ობიექტების ამოცნობისა და ნივთების აღების ფუნქციებიც.
ვიდეო ილონ მასკმა კომპანიის აქციების მფლობელებთან ახლახან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.
Tesla Bots პირველად გასულ წელს ვიხილეთ, თუმცა მაშინ მას მხოლოდ დეკონსტრუირებული მექანიზმის სახე ჰქონდა და ძნელად მოძრაობდა, რომ არაფერი ვთქვათ რაიმე სხვა დავალების შესრულებაზე. ამჯერად, ჩვენ წინაშე შედარებით გაუმჯობესებული რობოტებია, რომელთაც გარემოს აღქმა, მონაცემების დამახსოვრება. ობიექტების გადაადგილება და მოძრაობის კონტროლი შეუძლია. ასევე, მათ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის მაგალითზე წვრთნიან.
კომენტარები