10 ქვიარ ვარსკვლავი, რომელსაც დაქამინგაუთებას უშლიდნენ
ფოტო: Getty Images
იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებაში დამოკიდებულები წლიდან წლამდე იცვლება და ადამიანები უფრო ტოლერანტულები ხდებიან სხვების მიმართ, ჰეტერონორმატიული სამყაროსთვის განსხვავებულმა ადამიანებმა საუკუნეების განმავლობაში ჩაგვრასთან ერთად "უხილავობის" პრობლემაც გამოიარეს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამაში ლომის წილი შეიტანა გასართობმა ინდუსტრიამ — კინო, სატელევიზიო და მუსიკის სფეროს დღეს უკვე ცნობად სახეებსაც კი თავის დროზე ეუბნებოდნენ, რომ იდენტობა დაემალათ. მათ შორის არიან:
1. რიკი მარტინი
ფოტო: Kevin Winter / Getty Images / LARAS
ცნობილმა პოპმომღერალმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში ბარბარა უოლტერსის სატელევიზიო გადაცემა გაიხსენა, სადაც მას წამყვანმა მოუწოდა, მის სექსუალობაზე გავრცელებული ხმებისთვის წერტილი დაესვა და ეთქვა, იყო თუ არა გეი. მაშინ მარტინმა ამაზე უარი განაცხადა, თუმცა, 2018 წელს, ქამინგ აუთიდან რვა წლის შემდეგ, მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა.
მუსიკოსის თქმით, ახლობლები ეუბნებოდნენ, რომ იდენტობის გამხელით იგი თავის კარიერას დაასამარებდა. ამასთან, მარტინი ამბობს, რომ უოლტერსის გადაცემის გახსენებისას პოსტტრავმული ფიქრები ისევ ეძალება, რადგან სატელევიზიო ინტერვიუში დაჟინებული მოწოდება, სექსუალობაზე ღიად ესაუბრა, მისთვის უსიამოვნო გამოცდილება იყო.
2. კრისტენ სტიუარტი
ფოტო: Getty Images
მსახიობის თქმით, "ძველებური მენტალიტეტის" გამო თავისი კარიერის საწყის ეტაპზევე გაიგო, რომ ხალხის აზრისა და მნიშვნელოვანი როლების დაკარგვის შიშით ვერც პირად ცხოვრებაზე ისაუბრებდა ღიად და ვერც საჯარო სივრცეში გავიდოდა პარტნიორ გოგოსთან ერთად.
"პირდაპირ მითხრეს, საკუთარ თავს თუ პატივს დასდებ და ხალხში შეყვარებულ გოგოსთან ხელჩაკიდებული არ გახვალ, შეიძლება მარველის ფილმსაც გამოჰკრა ხელიო", — იხსენებს სტიუარტი, — "ასეთ ადამიანებთან მუშაობა საერთოდ არ მინდა".
3. კოლტონ ჰეინსი
ფოტო: Richard Shotwell / AP
სერიალების ვარსკვლავი იხსენებს, რომ ჰოლივუდის ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე გააფრთხილეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაქამინგაუთებულიყო. მისი იდენტობის დასამალავად ჭორებიც კი გაავრცელეს ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებზე. ამის გამო ჰეინსი წლების განმავლობაში განიცდიდა სტრესსა და შფოთვას, რის შედეგადაც თერაპიაც დასჭირდა.
"ლოს-ანჯელესში გადასვლისთანავე პირდაპირ მითხრეს, რომ 'გეი ვერ ვიქნებოდი', რადგან ასე არ ვიმუშავებდი", — ჰყვება მსახიობი, — "მერე კი ჩემს აგენტებთან და სხვა ხალხთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ 'ასეთი' არ უნდა ვყოფილიყავი. სცადეს კიდეც, გოგოებთან ერთად გამოვჩენილიყავი".
4. კარა დელევინი
ფოტო: Getty Images
მსახიობსა და მოდელს თავის დროზე მოძალადე ჰარვი ვაინშტაინმა უთხრა, რომ ჰოლივუდში ვერასდროს გაიკვლევდა გზას, როგორც ქვიარ ქალი. დელევინი იხსენებს, რომ ვაინშტაინი იდენტობის დასამალავად კაცებთან ურთიერთობას ურჩევდა, მის პირად ცხოვრებაზე კი უსიამოვნო კომენტარებსაც აკეთებდა.
"ჰარვი ვაინშტაინმა ერთ-ერთი პირველი ის მითხრა, რომ, როგორც გეი ქალი, ამ ინდუსტრიაში ვერ აღმოვჩნდებოდი", — ამბობს დელევინი.
5. ეზრა მილერი
ფოტო: Michael Loccisano / Getty Images
კიდევ ერთი მსახიობი, რომლის შეშინებაც კარიერის დანგრევის პერსპექტივით სცადეს, ეზრა მილერია. მსახიობი 2012 წელს დაქამინგაუთდა, მაგრამ ეს ადვილი არ ყოფილა. იგი იხსენებს, რომ კოლეგებმაც და ახლობლებმაც ურჩიეს, "სისულელე არ გაეკეთებინა", რადგან ასე წამყვანი როლების მიღების შესაძლებლობას დაკარგავდა. ამასთან, ერთ-ერთ ინტერვიუში იდენტობის გაცხადების შემდეგ, გამუდმებით ეუბნებოდნენ, რომ შეცდომა დაუშვა.
"არ ვფიქრობ, რომ რამე არასწორი გავაკეთე, იმის მიუხედავად, რომ მსგავსი საუბრების გამო ეჭვები მღრღნიდა", — ჰყვება მილერი, — "მაგრამ რასაც ისინი მეუბნებოდნენ, რეალურად, მონაჩმახი აღმოჩნდა. ჩვენზეა დამოკიდებული, სამყაროს ვუთხრათ, რომ მასში არსებობა გვინდა".
6. ევან რეიჩელ ვუდი
ფოტო: Getty Images
ცნობილი მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი ჯერ კიდევ 2011 წელს დაქამინგაუთდა, მაგრამ მანამდე მასაც გამუდმებით მოუწოდებდნენ, ეს არ გაეკეთებინა, რათა "კაცებისთვის ნაკლებად სასურველი" არ ყოფილიყო და "ბილეთები გაეყიდა".
"ჩემს თავს ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც მიწინასწარმეტყველებდნენ", — აღნიშნავს მსახიობი, — "შეიძლება ადამიანთა ერთი ჯგუფის დატოვება გიწევდეს, მაგრამ მეორე ჯგუფში ხელგაშლილი გხვდებიან".
7. ელიოტ პეიჯი
ფოტო: Glamour
სანამ ელიოტ პეიჯი, საბოლოოდ, ტრანსგენდერ კაცად დაქამინგაუთდებოდა, მან განაცხადა, რომ ლესბოსელი იყო. თუმცა, მას ამის თქმასაც კი უშლიდნენ.
"არსებობს აზრი, რომ ქამინგ აუთი შენს კარიერას დააზიანებს, რაც, ნაწილობრივ, მართალიცაა. როცა გადაწყვეტილება მივიღე, ამდენად გულუბრყვილოც არ ვყოფილვარ", — აღნიშნავს პეიჯი.
მსახიობი ამატებს, რომ მას ასევე გამუდმებით აიძულებდნენ, ფოტოგადაღებებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა — "თითქოს ლესბოსელებს არ შეიძლება ეს მოსწონდეთ".
"თუმცა, აღარავის მივცემ უფლებას, ისეთ სიტუაციაში მამყოფოს, სადაც თავს არაკომფორტულად ვგრძნობ", — აცხადებს მსახიობი.
8. მეთ ბომერი
ფოტო: USA Network Media
ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე აღიარებულმა მსახიობმა დაქამინგაუთება თავისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტში გადაწყვიტა — მაშინ, როცა გადაწყვეტილების რისკებს თავადაც კარგად იაზრებდა.
"მაშინ [ჩემი] ერთ-ერთი ფილმი და სერიალი გამოდიოდა", — იხსენებს ბომერი, — "მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ნამდვილი ვყოფილიყავი, როგორც საკუთარ თავთან, ისე ჩემს ოჯახთან".
ბომერის თქმით, გადაწყვეტილება არასდროს უნანია, მაგრამ მას შემდეგ გამოვლილი გზაც არ ყოფილა ადვილი.
"მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ [ქამინგ აუთის გამო] კარიერაში რაღაცები არ დავკარგე. დავკარგე", — ამბობს მსახიობი, — "თუმცა, მე არჩევანი გავაკეთე და ეს ნამდვილად ღირდა".
9. ჯონათან ბეილი
ფოტო: Getty Images
სერიალ ბრიჯერტონის ვარსკვლავი ჰყვება, რომ ქამინგ აუთისგან თავშეკავებისკენ ძირითადად კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში მყოფი სხვა გეი კაცები მოუწოდებდნენ. ბეილის თქმით, აგენტები და ქასთინგ მენეჯერები ყოველთვის ყოყმანობდნენ, როცა საქმე "გეი როლებს" ეხებოდა.
"თითქოს რცხვენიათ, ეს განწყობა თვალშისაცემია", — ამბობს მსახიობი, რომელმაც, საბოლოოდ, 2018 წელს გადაწყვიტა, თავის იდენტობაზე ღიად ესაუბრა.
10. სარა პოლსონი
ფოტო: Netflix
პოლსონს სირთულეები შეხვდა არა მხოლოდ თავისი იდენტობის, პარტნიორის გამოც, რომელიც მასზე 34 წლითაა უფროსი. მსახიობს ურჩევდნენ, კარიერის დასაცავად ეს ურთიერთობა საიდუმლოდ შეენახა.
"თავიდან, როცა ხალხი იგებდა, რომ ჰოლანდს [მსახიობი ჰოლანდ ტეილორი] ვხვდებოდი, მეუბნებოდნენ, სიფრთხილე გმართებს, რადგან ეს ყველაფერი შენს კარიერაზე ცუდად აისახებაო", — იხსენებს პოლსონი, — "მე კი მიკვირდა, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია-მეთქი".
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები