რატომ იგზავნებოდა Facebook-ზე მეგობრობის თხოვნები ავტომატურად? — Meta-ს კომენტარი
რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე საკმაოდ უხერხულ ხარვეზს შევეჩეხეთ: სხვის პროფილზე გადასვლისას, ზოგჯერ ამის გარეშეც კი, მეგობრობის თხოვნები ავტომატურად იგზავნებოდა. როგორც ირკვევა, პრობლემა ფეისბუკის განახლებული ვერსიის გამოშვებას უკავშირდება.
იხილეთ: Facebook შეფერხებით მუშაობს — მეგობრობის მოთხოვნები უკონტროლოდ იგზავნება
პარასკევს Facebook-ის მშობელმა კომპანიამ, Meta-მ, The Daily Beast-თან საუბრისას აღნიშნული შეფერხების გამო მოიბოდიშა.
"გავასწორეთ ხარვეზი, რომელიც აპლიკაციის განახლებული ვერსიის გამოშვებას უკავშირდებოდა და მეგობრობის თხოვნების შეცდომით დაგზავნა გამოიწვია", — განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა — "ეს შევაჩერეთ და ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი გაუგებრობისთვის, რომელიც შეიძლება გვქონოდა".
პრობლემა პლატფორმის მომხმარებლებისთვის მართლაც საკმაოდ უხერხული აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს უბრალოდ სხვების პროფილზე გადასვლისას ხდებოდა ავტომატურად და სხვების "სტალკვა" შეუძლებელი გახადა, ზოგჯერ კი მოთხოვნები სულაც ყოველგვარი ჩარევის გარეშე იგზავნებოდა უცხო ადამიანებთან.
იმის ნახვას, გაიგზავნა თუ არა ვინმესთან თქვენი მოთხოვნა, საკუთარი პროფილიდან შეძლებთ, აქტივობის ჟურნალიდან (Activity log).
კომენტარები