როგორ ეხმაურება უკრაინა კრემლზე თავდასხმის ბრალდებებს
ფოტო: TASS
კრემლის განცხადებით, შენობაზე თავდასხმა 3 მაისის ღამეს ორმა უპილოტო თვითმფრინავმა სცადა. რუსეთის ხელისუფლებამ ამაში "კიევის რეჟიმი" დაადანაშაულა და საპასუხო ქმედებები დააანონსა.
გამოხმაურებები: უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერხი ნიკიფოროვმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ უკრაინა არ უტევს უცხო ქვეყნის ტერიტორიებს.
- "ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა ყველა ხელმისაწვდომ ძალასა და საშუალებას მიმართავს საკუთარი ტერიტორიების განთავისუფლებისაკენ და არა სხვებზე თავდასხმისკენ", — აღნიშნა მან.
- ის ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრალდებას, რომელმაც კრემლზე თავდასხმა "ტერორისტულ აქტად" შერაცხა.
- "ტერორისტული თავდასხმა არის დნეპრისა და უმანში სახლების დანგრეული შესასვლელი ან კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა და მრავალი სხვა ტრაგედია. და ის, რაც მოსკოვში მოხდა, აშკარად არის სიტუაციის ესკალაცია 9 მაისამდე. მოსალოდნელი ქცევა ჩვენი ოპონენტებისგან", — განაცხადა ნიკიფოროვმა.
მიხაილ პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინას "რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო კრემლზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებთან".
- პოდოლიკის შეფასებით, რუსეთს ეშინია უკრაინის მოახლოებული კონტრშეტევის და "რამენაირად ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას, ყურადღების გადატანას, კატასტროფული ამბების შექმნას".
- "ჩვენ არ ვუტევთ კრემლს, რადგან, პირველ რიგში, ეს არ წყვეტს სამხედრო პრობლემას. ეს უკიდურესად არახელსაყრელია ჩვენი შეტევითი ზომების მომზადების თვალსაზრისით. ეს რა თქმა უნდა არ ცვლის ვითარებას ფრონტზე. პირიქით, ეს გამოიწვევს რუსეთის კიდევ უფრო რადიკალურ ქმედებებს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. და რაც მთავარია, ეს საშუალებას მისცემს რუსეთს გაამართლოს მასიური დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე", — განაცხადა პეზიდენტის მრჩეველმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ოკუპანტი ქვეყანა ირწმუნება, რომ ჩამოაგდო ორი უპილოტო თვითმფრინავი, რომლებიც წუხელ მოსკოვში კრემლს დაუმიზნეს.
- კრემლში განაცხადეს, რომ მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობად მიიჩნევენ.
- მედიაში ჩნდება ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტის მაღალი დაცვის პირობებში, დაუჯერებელია ფაქტი, რომ უცხო თვითმფრინავი კრემლის ტერიტორიაზე მოხვდა.
- ბოლო პერიოდში რუსეთში აფეთქებები და ხანძრები გახშირდა.
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები