სალომე ზურაბიშვილი

30 Apr. 2023, 15:13

დღესაც, 21-ე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონულად ჟღერდეს, ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკისა და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.

ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოააშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის გამტკიცება მოჰყვა. შვედეთისა და ფინეთის კანდიდატურებიც ამას ამტკიცებს. ჩვენთვისაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. 

ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციაზე. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს, სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის, რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

განაცხადა პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  4. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  5. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ვენესუელაში ორი მიწისძვრის შედეგად 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 235 გარდაიცვალა.CNN-ის ცნობით, ამის შესახებ…