MAN-ის ევროპული ტური და FOX AWARD-ის კონკურსის ოქროს ჯილდო
ფოტო: თეგეტა
Electrifying Europe Tour-ში MAN-ის შედეგები შთამბეჭდავი იყო. MAN Truck & Bus-ის წარმოებულმა ავტობუსმა, MAN Lion's City E-მ, მიუნხენიდან ირლანდიის ქალაქ ლიმერიკამდე იმოგზაურა და FOX AWARDS-ის დამსახურებული ჯილდო მოიპოვა.
Electrifying Europe Tour ასპარეზზე ნახევარი წლის წინ გამოჩნდა. ევროპულ ტურში ელექტროავტობუსები მონაწილეობენ და MAN Truck & Bus-თან ერთად კონკურსის გამარჯვებული კომპანია Axel Springer Corporate Solutions GmbH & Co-ც გახდა. მან ჯილდო მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში ციფრული და ბეჭდური ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აიღო.
"ჩვენმა გუნდმა წარმატებით აჩვენა ყველას, რომ ელექტრომობილობა შიგაწვის ძრავის საიმედო ალტერნატივაა და მისი გამოყენება ყოველდღიურადაც მიზანშეწონილია. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ელექტრომობილებით ფართო საზოგადოება საკმაოდ დაინტერესებულია. ეს ინტერესი აშკარად ჩანდა მედიისა და საზოგადოების მხრიდან იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ", — ჰაინც კიესი, MAN Truck & Bus-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი.
FOX AWARDS-ის ჟიურიზე, რომელიც კომუნიკაციისა და მედიის სფეროში მოღვაწე 18 ცნობილი ექსპერტისგან შედგებოდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება საერთო კონცეფციამ მოახდინა. ეს კონცეფცია უჩვეულო იდეასა და მის წარმატებულ მედიაგეგმას აერთიანებდა.
შთამბეჭდავი მოგზაურობა MAN-ისგან
FOX AWARDS-ის ჯილდო უკვე 12 წელია გაიცემა. ცერემონიაზე, რომელშიც MAN-ის გუნდიც მონაწილეობდა, 298 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ზემოთ ნახსენები Electrifying Europe Tour იყო, რომელმაც კატეგორიაში ავტო ოქროს პრიზი მიიღო. ჯილდო დაწესებულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საუკეთესო საკომუნიკაციო კონცეფციებს ქმნიან და მათ წარმატებით ახორციელებენ. ასევე, გამარჯვებული ფასდება იმის მიხედვით, აღწევს თუ არა მისი კონცეფციის გზავნილები სამიზნე აუდიტორიამდე. MAN Truck & Bus-ის მიერ წარმოებული კამპანიის, Electrifying Europe Tour-ის ნახვა მომხმარებელს კომპანიის ოფიციალურ გვერდზე შეუძლია.
"ჩვენი გუნდი ყოველდღიურად საუბრობდა იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც ირლანდიისკენ მიმავალ გზაზე ეუფლებოდა. ასევე ვაშუქებდით ინფორმაციას ელექტრომობილების შესახებ. ეს იყო ფაქტობრივი დეტალებისა და ემოციების კომბინაცია, რომელიც საზოგადოებას ვიდეოების, თხრობისა და ფოტოების მეშვეობით გავუზიარეთ და ადამიანები ჩვენთან ერთად ვამოგზაურეთ", — სებასტიან ლინდნერი, MAN Truck & Bus-ის Bus & Coach-ის პრესასთან ურთიერთობის ოფიცერი.
ათი დღე, 2500 კილომეტრი, რვა ქვეყანა და ერთი მოგზაურობა
MAN Lion's City E-ს მოგზაურობა მიუნხენში დაიწყო და ირლანდიაში დასრულდა. ელექტროავტობუსებმა აქ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ავტობუსების ევროტესტში, სადაც MAN Lion's City E 2023 წლის საუკეთესო საერთაშორისო ავტობუსად დასახელდა. გზა, რომელიც ღონისძიებამდე ჩასასვლელად ავტობუსმა გაიარა, რვა ქვეყანასა და, ჯამში, თითქმის 2500 კილომეტრს მოიცავდა. მთელი ამ მოგზაურობის მიზანი ელეტროავტობუსების ეფექტური მუშაობის დემონსტრირება იყო.
"ამ ტურით ჩვენმა ელექტროავტობუსმა დაამტკიცა, რომ ევროპაში მოგზაურობა ემისიების გარეშეც შესაძლებელია. ამისთვის ჩვენმა გუნდმა მოინახულა ურბანული მეტროპოლისები, იმოგზაურა უგზო ადგილებზე და ერთი ალპური უღელტეხილიც კი გადაკვეთა. ჩვენ მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზება გვსურს, რომელიც ადვილად ინტეგრირდება მათ ყოველდღიურ თუ ბიზნესსაქმიანობასთან, იქნება მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი. ასეთია Lion's City E — ჩვენი ელექტროავტობუსი", — ჰაინც კიესი, MAN Truck & Bus-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი.
MAN-ს საქართველოში თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები