რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პუბლიკას დირექტორი სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პუბლიკას ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ონლაინგამოცემა პუბლიკას თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2 200 ლარით დააჯარიმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
- როგორც პუბლიკა წერს, მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, თითქოს "ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა".
- თუმცა როგორც On.ge-ის ასევე, სხვა მედიების გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე ვარდიაშვილი გზის განაპირას დგას და არავის აგინებს, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე კი მისი დაკავების მითითებას მას შემდეგ იძლევა, რაც შეძახილი "მოღალატე" ისმის.
- ამავე ვიდეოშივე ისმის მოქალაქეების სიტყვები, რომ ვარდიაშვილი ჟურნალისტია, პასუხად, სირაძე ამბობს: "რა ჟურნალისტია, პოლიტიკოსი ხარ", რის შემდეგაც მას აკავებენ.
რა ხდებოდა სასამართლოზე: როგორც პუბლიკა წერს, შსს-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ვარდიაშვილი უშუალოდ პოლიციელმა გიგა მოდებაძემ დააკავა და მისი გამოკითხვა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისთვის საკმარისი იქნებოდა.
- მათივე ცნობით, გამოკითხულმა გიგა მოდებაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ვარდიაშვილი გზის სავალ ნაწილზე დადიოდა და იგინებოდა — ხოლო კითხვაზე, ვისი მისამართით, უპასუხა, რომ კანონის.
- ამასთან, მოდებაძემ დაადასტურა, რომ ვარდიაშვილი სირაძის მითითებების შემდეგ დააკავა.
- ადვოკატის მიმართვის მიუხედავად, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ვაჟა სირაძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
- ვარდიაშვილის ადვოკატი 31 მარტს 00:28 საათზე წერდა, რომ პროცესის დაწყებას 15 საათი ელოდებოდნენ და ის რაც სასამართლოებში ხდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის განხილვისას არაადამიანური მოპყრობაა.
- სასამართლო რამდენიმე საათის დაგვიანებით, 05:06 საათზე დასრულდა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები