რას ამბობენ ფორმულას დამფუძნებლები კეზერაშვილის მიერ საკონტროლო პაკეტის დათმობაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ტელეკომპანია ფორმულას სამმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ, ზუკა გუმბარიძემ და გიორგი ლიფონავამ ბრიფინგი მას შემდეგ გამართეს, რაც მათი თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის განცხადება გავრცელდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: BBC Eye-მ მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილ მინისტრი ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხილა.
- სქემის მიხედვით, ქოლ-ცენტრების თანამშრომლებს წვდომა ჰქონდათ მონაცემთა ბაზაზე, ურეკავდნენ ადამიანებს, ადგენდნენ მათ ფინანსურ მდგომარეობას და სხვადასხვა სარგებელს სთავაზობდნენ, ნდობაში შესვლის შემდეგ კი ამ ადამიანების დანაზოგებს ითვისებდნენ.
- გამოძიებისას გამოააშკარავეს 152 ბრენდი, მათ შორის Milton Group, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითური ქსელის ნაწილია.
- BBC Eye-ს ვარაუდით, ამ კომპანიების უკან დგას დავით კეზერაშვილიც, მაგრამ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ქსელთან დააკავშირებს — თუმცა, მისი სახელი ფიგურირებს პანამას დოკუმენტებში, როგორც თაღლითურ ქსელთან დაკავშირებული კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ან მეწილის.
- კეზერაშვილმა ბრალდებები თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ BBC-თან კითხვები აქვს და სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს.
კეზერაშვილის განცხადება: ყოფილი მინისტრის მტკიცებით, მის ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან გასვლას არ განიხილავს. თუმცა იღებს გადაწყვეტილებას მისი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია ფორმულას მისცეს ახალი მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა.
- "გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, ფორმულას კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც", — ვკითხულობთ კეზერაშვილის წერილში.
- მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, თავისუფალ მედიას მისი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება სხვა საარსებო წყარო და პოლიტიკიდან წასვლის პირობასაც დებს.
- "აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში", — წერს ის.
დამფუძნებლების განცხადება: კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დავით კეზერაშვილი საკონტროლო პაკეტის ნაწილს, ნახევარს გადასცემს ფორმულას კოლექტივს.
- გენერალური დირექტორის განცხადებით, 25% გადაეცემა ჟურნალისტებს, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს ეკრანებიდან და მათაც, ვინც კადრს მიღმა დგას, მაგრამ დიდ როლს თამაშობს ტელევიზიის მაუწყებლობაში.
- მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზუსტი სია არ აქვთ, რადგან გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა, თუმცა ინკლუზიური პროცესის პირობას დებენ.
- "მიუხედავად იმისა, რომ აქ დასაქმებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას განვსაზღვრავდი მე, როგორც გენერალური დირექტორი, მენეჯმენტი, ვისაც ეს პირდაპირ ევალებოდა და ასევე, ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც აქ მუშაობს, ამის გარდა ჩვენ გვინდა, რომ დამატებითი იურიდიული ჩარჩოც იყოს შექმნილი, რომ ამ გადაწყვეტილების მერ გამორიცხული იყოს რომელიმე ერთი დამფუძნებლის მხრიდან კომპანიაში საკონტროლო წილის ფლობა ან ერთპიროვნულად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შესაძლებლობაც კი", — განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.
- როგორც მან განმარტა, ამ პაკეტის მფლობელი პირები შექმნიან ორგანიზაციას, სადაც აირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც იქნება წარდგენილი ფორმულას მმართველ ორგანოში და ფორმულელების პოზიცია ყველა დონეზე გაჟღერდება.
- გუმბარიძემ თქვა ისიც, რომ ამის მიუხედავად დავით კეზერაშვილი გააგრძელებს ფორმულას ფინანსურ დახმარებას.
- "იმ დეფიციტს, რომელიც არსებობს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, ის კვლავ გააგრძელებს ამ ხარჯების შევსებას ტელეკომპანიისთვის", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ უფრო მეტ დეტალზე დღევანდელ გადაცემაში ისაუბრებენ.
გაიგეთ მეტი BBC-ის გამოძიებაზე:
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
კომენტარები