ირაკლი ღარიბაშვილი

18 Apr. 2023, 16:10

გახსოვთ, რომ ალბათ ერთი წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები აი, ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან აი, ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან. ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.

სიმართლე გარკვეულია — გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა, ახლა უკვე, მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონერები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული.

ასე რომ, როდესაც ჩვენი ეგრეთ წოდებული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელებს, მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში და ახლა ბიბისიმ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საბოლოოდ გამოავლინა, და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. 

განაცხადა პრემიერმინისტრმა BBC-ის საგამოძიებო მასალაზე,  სადაც დავით კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილ მინისტრო ქოლცენტრების თაღლითურ სქემებთან კავშირში ამხილა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. EU-ში გაწევრიანების შემთხვევაში დსთ-ს და ქართველ მძღოლებს რუსეთში შეღავათი გაუუქმდებათ — რა წერია კანონპროექტში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები

აშშ-ის ტენესის შტატში, პატიმარი კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯისას ლეტალური ინექციის 2 დოზას გადაურჩა,…