სალომე ზურაბიშვილი

9 Apr. 2023, 18:45

მინდა, რომ ქალების როლი მაინც ხაზგასმული იყოს — ჩვენს ისტორიაში ხშირად გვავიწყდება ეს. გარედან, უცხოეთიდან რაღაცა სტერეოტიპებით უყურებენ საქართველოს და ვერ ხედავენ, ან არ ვაჩვენებთ — რა არის ქართველი ქალების როლი საქართველოს ისტორიაში: ეს არის უწყვეტი თავდადება, ეს არის ეროვნული შეგნება, ეს არის იმ ყველაფრის დაცვა, რაც ქმნის საქართველოს.

ამ ქალებმა თავიანთი შემართებით, იმ დროს, როცა მეუღლეები ომობდნენ (და ეს ყველაზე ხშირად ხდებოდა) შეინარჩუნეს ყველაფერი, რაც ჩვენი იდენტობაა, რაზეც დღეს ვდგავართ და გავიხსენოთ: ქეთევან წამებულის თავდადება, კრავაი ჯაყელი, ხვაშაკ ცოქალი და შემრიგებლური მოღვაწეობა, რაც ასევე ჩვენი ნაწილია.

უმნიშვნელოვანესია ქალების როლი რუსეთის იმპერიისგან თავდაღწევის დროს. [...] გავიხსენოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც, ასევე, ეროვნული ბრძოლა იყო და სადაც ქალების როლი ძალიან დიდია, გავიხსენოთ თუნდაც ეკატერინე გაბაშვილი, გავიხსენოთ 18 და 21 წლებში მარო მაყაშვილი, რომელიც მათი სახე გახდა, ვინც იუნკერებთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იბრძოდა. [...]

ქალები, რადგან ეს მომავალია. ყველაზე მძიმე პერიოდებში, როცა გარდამტეხი ეტაპი დგება და გზაგასაყარზე ვდგავართ, საჭიროა, ქალებმა თავიანთი ძალა, თავიანთი მშვიდი ძალა გამოაჩინონ და თქვენ ხართ ეს მშვიდი ძალა. მინდა მჯეროდეს, რომ ქალებს მეტი ერთობა და ტოლერანტობა შეუძლიათ.

ქალები არიან ის ძალა, რომელსაც შეუძლია მოთმინებაც, ურთიერთმოსმენაც და ურთიერთგაგებაც. თუ მოინდომა, შეუძლია პოლარიზაციის, სიძულვილის ენისა და დაპირისპირების გადალახვა; შეუძლია მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…