საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში ქართულ-ამერიკული სკოლა გაიხსნება, რომელიც 4 500 კვ.მ. მიწის ფართობზე 2 700 კვ.მ.-ის შენობა განთავსდება. ტერიტორიაზე დამატებით საინფორმაციო ცენტრის და სპორტული დარბაზის შენობებიც მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონი ლარია, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 6 მილიონ ლარს შეადგენს.
ახალი სკოლის მშენებლობა 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სკოლა პირველ ეტაპზე 500 ბავშვის მიღებას შეძლებს.
პირველი ქართულ-ამერიკული სკოლა 2018 წელს ბათუმში გაიხსნა. რიგით მეორე სკოლა დედაქალაქში — თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის სახელით იფუნქციონირებს.
"ჩვენს სკოლაში, რომელიც ბათუმში მდებარეობს, გახსნიდან 5 წლის თავზე 600-ზე მეტი მოსწავლე იღებს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას. ნიშანდობლივია სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება - ისინი სწავლას როგორც ქვეყნის, ასევე უცხოეთის რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ. აქვეა 120 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელიც, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, ბანაკებსა თუ ოლიმპიადებს. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ბაღიც, რომელსაც 320 აღსაზრდელი ჰყავს.
სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, ვმუშაობთ მისი გაფართოების კონცეფციაზე - ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითა და მოსწავლეთა მიღების კვოტის გაზრდის მიზნით სკოლის ხელახალი აკრედიტაციის პროცესზე. 2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისშიც გავხსნით მსგავსი კონცეფციის სკოლას. გახსნის შემდეგ, ბათუმისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებს შორის, არაფორმალური განათლების კუთხით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმება", — აღნიშნავს სკოლის დირექტორი, ირაკლი მანელიძე.
"საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას განათლების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ კუთხით ბანკი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. იქნება ეს სასტიპენდიო პროექტები, იდეათეკა თუ სხვა. სწორედ ამიტომ, მსგავს საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა ჩვენთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბანკთან ერთად, ქართულ-ამერიკული სკოლის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. მოტივი სწავლასთან ერთად მოსწავლეების სწორი აღზრდაა, ამას კი მაღალკვალიფიციური პედაგოგების დახმარებით შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სკოლაში, პირველივე წელს მინიმუმ 150-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.
სკოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ოლიმპიური სტანდარტების მულტიპროფილური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სპორტული კლუბების ფორმირებას. ბათუმის სკოლას ჰყავს საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდები, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ.
კლუბების ფორმატით, როგორც ფორმალური, აკადემიური, ასევე, არაფორმალური განათლების ნაწილში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნოლოგიების სწავლებას ციფრული და კომპიუტერული წიგნიერების მიმართულებით. სკოლის წარმომადგენლები გეგმავენ ითანამშრომლონ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ საგანმანათლებლო ცენტრებთან, რომელთაც პროგრამირების სწავლების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ მიაჩნიათ რომ აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეები მიიღებენ იმ ცოდნასა და განივითარებენ იმ უნარებს, რომელიც 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია.
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
კომენტარები