მსოფლიოში პირველად, აშშ-ში 3D პრინტერით დაბეჭდილი სასტუმრო გაიხსნება
ლიზ ლამბერტი, 3D სამშენებლო სტარტაპი Icon და დანიური დიზაინერული კომპანია BIG გაერთიანებული ძალებით ტეხასში მსოფლიოში პირველი 3D პრინტერით დაბეჭდილ სასტუმროზე მუშაობენ. სასტუმრო 2023 წელს უნდა გაიხსნას.
დანიური კომპანია უკვე ცნობილია არქიტექტურული საოცრებებით. მას ეკუთვნის VM Houses and Mountain Dwellings — რამდენიმე გასაოცარი და ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსი კოპენჰაგენში.
ცნობისთვის, ლიზა ლამბერტი El Cosmico-ს დამფუძნებელია. ეს არის კემპინგი, რომელიც მდებარეობს მარფაში და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა. რაც შეეხება ახალ წამოწყებას, ის აშენდება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, სწორედ El Cosmico-ს ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის El Cosmico მხოლოდ 21 ჰექტარზეა. თუმცა, ძალიან მალე 3D-პრინტერით დაბეჭდილი ტექნოლოგია თითქმის გააორმაგებს ამ ტერიტორიას, გარდაქმნის რა 62 ჰექტარი ფართობის უდაბნოს ოაზისად ყველა საჭირო ელემენტით.
ეს იქნება მასიური სასტუმრო აუზით და საცხოვრებლებით, სადაც სტუმრები დაისვენებენ, ნათქვამია განცხადებაში.
Icon-ის კონსტრუქციის სისტემა დაფუძნებულია ვულკანურ პრინტერზე. ეს უკანასკნელი კომპონენტი აწარმოებს სამშენებლო მასალას: ლავაკრეტს, ნივთიერებას, რომელიც შემუშავებულია კომპანიის მეცნიერების მიერ და გაიარა საფუძვლიანი ტესტირება, რათა გარანტირებული იყოს მისი გამძლეობა.
BIG-ის საიტზე კომპლექსის გახსნის თარიღად 2023 წელია მითითებული, მაგრამ არ არის ნათქვამი, როდის იქნება El Cosmico ზუსტად მზად. ერთი რამ ცხადია, როგორც კი ის იქნება, ჩვენ მასზე შეგატყობინებთ.
კომენტარები