თეგეტა მოტორსი თანამედროვე დანადგარების გაყიდვებში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე, ინოვაციური დანადგარები და სასაწყობე მოწყობილობებია. მათ რეალიზაციას საქართველოსა და კავკასიის რეგიონში თეგეტა მოტორსი ახდენს. პრემიუმ ბრენდების გაყიდვების გარდა კომპანიის გამოცდილი გუნდი დანადგარების ტექნიკურ მომსახურებასაც უზრუნველყოფს.
სოსო სუხიტაშვილი, თეგეტა მოტორსის დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: "ჩვენი მთავარი მიზანი ბიზნესის ხელშეწყობა და პროცესების გამართული მუშაობაა. საჭიროების მიხედვით, მათ სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ამწეებს, სადიაგნოსტიკო აპარატებს, ავტომობილის გასაჭიმ რობოტებსა და სხვა თანამედროვე დანადგარებს ვაწვდით. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ სასაწყობე მეურნეობის სრულად აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარს. გვაქვს ხელის, პნევმატიკური, ელექტრო და სპეციალური DIY ინსტრუმენტები, როგორც პროფესიონალური, ისე სამოყვარულო. რაც ყველაზე მთავარია, საგარანტიო პერიოდში მომხმარებელს სრულიად უფასოდ ვემსახურებით და შესაბამისად, სათადარიგო დეტალსაც უსასყიდლოდ ვაწვდით. საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ კი შეღავათიანი პირობებით ვეხმარებით ნებისმიერი დეტალის შეკვეთა-ჩამოტანასა და მონტაჟში."
თეგეტა მოტორსის მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხი, პროდუქციის მუდმივი მარაგი და ადგილზე მიწოდების მოკლე პერიოდია. ბიზნესპროცესების უწყვეტობისთვის, ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრაზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. მათ ტრენინგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პრემიუმ ბრენდების წარმომადგენლობებში აქვთ გავლილი.
სოსო სუხიტაშვილი, თეგეტა მოტორსის დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: "ჩვენი მთავარი უპირატესობა დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებაზე. განხორციელებული გვაქვს ასობით წარმატებული პროექტი, გვყავს გაყიდვების გამოცდილი ჯგუფი და ასევე გვყვანან საიმედო უცხოელი პარტნიორები. ჩვენს ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, მომხმარებელს ვეხმარებით სერვისის დაგეგმვაში, სრულად აღჭურვაში და ვმუშაობთ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით."
თეგეტა მოტორსის დანადგარების კატალოგში პრემიუმ ბრენდებია წარმოდგენილი: Hofmann; Hunter; Teco; Texa; Atek Makina; Launch; Toptul; Milwaukee; Xilin; Podem; IPC; Temesist; Altasjenerator და სხვა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საცალო, ისე საბითუმო და კორპორაციულ სეგმენტში. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინდივიდუალური შეკვეთების სერვისით და ნებისმიერი დანადგარის ჩამოტანას აშშ-დან, ევროპიდან თუ აზიიდან კომპანია მოკლე დროში უზრუნველყოფს.
სოსო სუხიტაშვილი, თეგეტა მოტორსის დანადგარების მიმართულების პროდუქტების მენეჯერი: "სასაწყობე მიმართულებით წარმოვადგენთ ისეთ პრემიუმ ბრენდს, როგორიც არის Xilin. ის 1985 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა ტიპის მექანიკურ და ელექტრო სასაწყობე მოწყობილობებს და რეალიზაციას ახდენს 100-ზე მეტ ქვეყანაში. Podem ამწის კონსტრუქციული ელემენტებისა და კვანძების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია, ხოლო MILWAUKEE ელექტროხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში ნომერ პირველი ბრენდია. სწორედ პრემიუმ ბრენდებთან თანამშრომლობა განაპირობებს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საავტომობილო ამწეების, ვულკანიზაციის დანადგარების, ავტომობილის გასაჭიმი რობოტებისა და სერვისის სხვა დანადგარების 95% არის თეგეტა მოტორსის მიერ რეალიზებული და დამონტაჟებული. ეს ციფრი წლიდან წლამდე იზრდება."
თეგეტა მოტორსის უახლოეს გეგმებში გერმანული ბრენდის, CHRIST-ის მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების სარეცხი პორტალების გაყიდვების დაწყებაა. სამომავლო გეგმებშია ასევე ელექტროდამტვირთველებისა და სასაწყობე ტექნიკის შოურუმის მოწყობა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ადგილზე დაათვალიეროს და შეარჩიოს სასურველი პროდუქცია.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
კომენტარები