"სატანის ფორმიანი ახალგაზრდების" და ინტერნეტის პასუხი ღარიბაშვილს
პრემიერმინისტრმა რამდენიმედღიანი დუმილი, ტრადიციულად, იმედის ეთერში დაარღვია და გვიხსნიდა, როგორ გამოიჩინა ხელისუფლებამ "გონიერება" იმ აქციაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით. თავის "ანალიზში" ღარიბაშვილმა პროპაგანდისტული მიზნით არა ერთხელ გამოიყენა ტერმინები: დესტრუქციული ძალა, პროვოკატორების მოძრაობა, ანარქისტები. მოიტყუა კიდეც, თითქოს აქციაზე დაინახა ახალგაზრდები, რომლებსაც "რაღაც სატანისტის ფორმები ეცვათ" და ამით "გაოგნებული დარჩა".
ცხადია, იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერისგან, რომელსაც თავისივე მხარდაჭერილი კანონის ჩაგდება მოუწია, ასეთი განცხადებები აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ემსახურება და მათ მიმართ ძალადობის წახალისების საფრთხეს შეიცავს. თუმცა პრემიერისთვის ძალადობას ორი მხარე აქვს — შეუძლია, სპეცრაზმსა და პოლიციას მადლობა გადაუხადოს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს და იძალადეს.
ღარიბაშვილი უპასუხოდ არ დარჩენილა და ქართულმა ინტერნეტმა მალევე აჩვენა, რამდენად აბსურდული იყო მისი ბრალდებები. გთავაზობთ საუკეთესო ინტერნეტრეაქციებს და "აღიარებით ჩვენებებს სატანისტებისგან".
კომენტარები