ბესიკ ხარანაული

9 Mar. 2023, 12:36

საქართველო, ის აღარ ხარ!

საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.

ჯერ მახე არ დაგებულა,
რომე თავი არ გაგეყოს,
ჯერ მხედარი არ გყოლია,
რომე ძირს არ დაგებერტყოს,

საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.

სანამდე ფრთებს აიქნევდე,
მანამ უნდა ტანზე გეწყოს,
საძირე თუ არ უმაგრე,
ახალმა ვით ინამყენოს?!
მიწიდან ვით აიმაღლოს,
ცის გვირგვინში
თავი შეყოს,
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.

ახალს უნდა დაემოყვრო,
ცამდე ტანი აიღერო,
გულზე დაღი დაიკერო,
ცაზე სიტყვა დაიწერო,
ერთი სიტყვა სასახელო,
სა-ქარ-თვე- ლო,
სა-ქარ-თვე-ლო!
საქართველო,
ის აღარ ხარ,
რაც იყავი,
მორჩა,
გეყოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს

მაკო არაბული სოციალურ ქსელში წერს, რომ 11 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა, მათ შორის 7 წელი სახალხო…