ბესიკ ხარანაული

8 Mar. 2023, 12:55

ღამე დილაში, ვარდი ქილაში

რაკი მშვიდობით გათენდა
ეს ღამე შვიდი მარტისა,
გამომხატველი აღარ ვარ
არავითარი დარდისა,
წავალ,
დავივლი გორებსა,
დავკრეფ
იების კონებსა,
და,
სათითაოდ მივართმევ
ჩემს ღამენათევ ქალებსა -
იებსა შენამსჭვალებსა,
ვარდებსა ფერნაცვალებსა,
ახალ დღის სიხარულისათვის
იმათ გახელილ თვალებსა,
დავკოცნი თვალუხილავად,
უსიტყვოდ ვეტყვი ალერსსა...
ქალებსა, ჩემსა ქალებსა,
გამხარებ-გამამწარებსა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
  2. ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
  3. ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
  4. ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
  5. სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ