საპატრიარქო

9 Mar. 2023, 00:31

გვინდა, გამოვეხმაუროთ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან.

ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. 

მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან.

სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული სიმპათიები თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა

ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი…