ირაკლი კობახიძე

8 Mar. 2023, 11:54

მინდა შეგახსენოთ, რომ სანდრო ახმეტელიც და ტიციან ტაბიძეც სწორედ ჯაშუშებმა დახვრიტეს, ჯაშუშებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძეც ჯაშუშები შემოუსხდნენ 1921 წელს რუსულ ჯარს საქართველოში. თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავის სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში, მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში. მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში ხელისუფლების გადატრიალება მოხდებოდა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ

გუშინ, 16 აგვისტოს მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ დაესხნენ თავს. ინფორმაციას "აჭარა…