ელგუჯა ხოკრიშვილი

6 Mar. 2023, 10:48

გასულ წელს რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის სამაგალითო ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის, ფუნდამენტურად შეცვალა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რამაც გააჩინა შანსი, დაუახლოვდეთ ჩვენ ისტორიულ მიზანს, გავხდეთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების გარანტია.

ჯერ კიდევ გასულ წელს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება გადავადებულიყო. დღეს ეს გაურკვეველი კანონპროექტი და ქმედებები ღია დაპირისპირებაა ჩვენს მეგობრებთან/პარტნიორებთან. უარს თუ ვიტყვით ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მარტო დავრჩებით დღევანდელი რუსეთის წინაშე, რაც ქვეყნის დაუცველობას და განვითარების პერსპექტივის დაკარგვას ნიშნავს.

ასე ეხმაურება რუსულ კანონს ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი და ყოფილი ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი. დღეს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, საკანონმდებლო ორგანოში კი შესვლის შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  3. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  4. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  5. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა

ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, რა არის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი…