ავტო გალერიმ 2022 წელს 215 ელექტრომობილი გაყიდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის მულტიბრენდულმა შვილობილმა კომპანიამ ავტო გალერიმ მთავარ მიმართულებად ეკომეგობრული ტრანსპორტის რეალიზაცია განსაზღვრა და 2022 წელი, ამ მხრივ, შთამბეჭდავი შედეგით დაასრულა. კომპანიის მიერ გასულ წელს რეალიზებული 350 ერთეული ავტომობილიდან 65% სწორედ ელექტრომობილებზე მოდის.
2021 წელს ავტო გალერის მიერ გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა 29 ერთეული იყო, 2022 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 215-ამდე გაიზარდა. კომპანია ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვების უპირობო ლიდერია.
ფოტო: თეგეტა
"ჩვენ ვცდილობთ, ვუპასუხოთ მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებს, ასევე მზარდ ტრენდს საქართველოში და ძირითად მიმართულებად ელექტრომობილების გაყიდვა ვაქციეთ. ამ მიმართულებით 2022 წელს გარღვევა უკვე მოვახდინეთ და ქართული ბაზრის ლიდერები გავხდით - საქართველოში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარზე მეტი სწორედ ავტო გალერიზე მოდის.
წინა წლებში ავტო გალერი ძირითადად მეორად ავტომობილებს ყიდდა, რომლებიც ამერიკიდან ჩამოგვყავდა. ჩვენი საქმიანობა მაღალბიუჯეტიანი, ექსკლუზიური და დეფიციტური მოდელების რეალიზაცია იყო. ასეთ შეკვეთებზე ახლაც ვმუშაობთ, თუმცა გასულ წელს მეორადი ავტომობილების ჩამოყვანა შევამცირეთ. მათი გაყიდვით ახლა თეგეტა ეფრუვდია დაკავებული", — ამბობს კობა ბაზაძე, ავტო გალერის დირექტორი.
ავტო გალერის გაყიდვების ლიდერია Volkswagen ID4, გამორჩეული დიზაინის ეკონომიური მოდელი, რომელსაც სრული დამუხტვით, საშუალოდ, 450 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. 2022 წელს გაყიდულ მოდელებს შორისაა Tesla, Polestar, Mitsubishi-ს და Chevrolet-ს ელექტრომობილებიც.
ფოტო: თეგეტა
"ჩვენი მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან: "ბათუმამდე ჩამიყვანს?" საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანძილია და მათი მთავარი მოთხოვნაა, გზაში გაჩერება არ დასჭირდეთ. სწორედ ამიტომ ყველაზე მოთხოვნადი გახდა Volkswagen ID4, მოდელი, რომელიც 100%-იანი დამუხტვით უწყვეტად ფარავს ამ მანძილს.
დღეს ავტო გალერის მთავარი გამოწვევაც სწორედ ესაა — დასამუხტი სადგურები, რომლებიც არც ისე ბევრია ქვეყანაში. სწორედ ამიტომ თეგეტას ფილიალებში გავაკეთეთ Volkswagen ID4-სა და მსგავს მოდელებზე მორგებული დასამუხტი სადგურები. სამომავლოდ გვინდა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ახალი სადგურები დავამონტაჟოთ, რაც თავისთავად დამატებით ინვესტიციებს საჭიროებს", — ამბობს კობა ბაზაძე, ავტო გალერის დირექტორი.
2022 წლის პირველ ნახევარში, ისევე, როგორც ყველა სხვა კომპანიისთვის, ავტო გალერისთვისაც კვლავ იდგა წარმოებისა და მიკროჩიპების პრობლემა. დეფიციტმა გაყიდვები, რა თქმა უნდა, შეაფერხა და წლის საბოლოო მაჩვენებლის დიდი წილი სწორედ ბოლო თვეებზე მოდის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2023 წლისთვის დეფიციტი სრულად აღმოიფხვრება და იმ რაოდენობას მიიღებენ, რამდენზეც მოთხოვნა იქნება.
"წელს მიწოდების პრობლემა არ გვექნება. მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, რაც შესაბამისად აისახება გაყიდვების გაზრდაში. 2023-ში გასული წლის შედეგის გაორმაგება გვაქვს დაგეგმილი.
ასევე 2023 წელს იგეგმება ავტო გალერის ფილიალის გახსნა ბათუმში. ბათუმის სწორი რელიეფიდან გამომდინარე, ელექტრომობილი აქ ძალიან კარგად და დიდხანს მუშაობს, ამიტომ ის ბათუმისთვის ძალიან კომფორტულია და მოთხოვნაც იზრდება. ჩვენ კი ვითვალისწინებთ და ვპასუხობთ გაზრდილ მოთხოვნას. გარდა ამისა, ყოველ გავლილ 10 000 კილომეტრზე ელექტრომობილი გარკვეულ სერვისებს საჭიროებს, რომელთა მიღებაც რეგიონის მოსახლეობას უკვე ბათუმშიც შეეძლება", — აცხადებს კობა ბაზაძე.
ეკომიმართულების გაძლიერება და გაფართოება, ახალი, ექსკლუზიური მოდელების ჩამოყვანა და თანამედროვე მსოფლიო მოთხოვნების კვალდაკვალ წარმატებული სვლა — ეს ყველაფერი ავტო გალერის 2023 წლის გეგმაშია. ის თავისუფლება კი, რომელიც მულტიბრენდულ კომპანიას შეუზღუდავ არეალს აძლევს, ამ გეგმის აღსრულების მთავარი გარანტია.
ავტო გალერის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია ავტო გალერი ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც. 2020 წლიდან ავტო გალერი NIU-ს ელექტრომოპედებისა და Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები